KFC რუსეთში 1000-მდე რესტორანს დახურავს. ცნობილი ხდება, რომ გადაწყვეტილება კომპანია Yum! Brands-მა მიიღო, რომელიც KFC-სა და Pizza Hut-ს ფლობს.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრენდმა რუსეთში ყველა ინვესტიცია შეაჩერა. ასევე, ისინი რუსეთში მიღებულ მოგებას უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაში დახარჯავენ.