“ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ და მე ადეკვატური ქვეყნის პრეზიდენტი, ასევე, ორი შვილის მამა…” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენკსი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
რუსებო, რა იყო, ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებთ?! ამიაკი? ფოსფორი? კიდევ რა მოგვიმზადეთ?! სად აპირებთ ქიმიური იარაღით დარტყმას, მარიუპოლის სახლებზე? ხარკოვის ეკლესიებზე? საბავშვო საავადმყოფოებზე თუ იმ ლაბორატორიებზე, სადაც მეცნიერები მუშაობენ?! ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ და მე ადეკვატური ქვეყნის პრეზიდენტი ვარ. ასევე, ორი შვილის მამა და არანაირი მასობრივი განადგურების ქიმიურ იარაღს ჩვენს ქვეყანაში არავინ ამზადებს, ეს ჩვენც ვიცით და თქვენც! და თუ მსგავს რამეს გააკეთებთ, უმკაცრეს სანქცირებულ პასუხს მიიღებთ!.., – ამბობს ზელენკსი.