სალომე ზურაბიშვილის ამ გამოსვლას კარგი რა ქონდა? მართლა ხომ კარგად ხართ? :))))
ცოდვა-მადლის ასაწონად გამოვიდა, აფთიაქარის თეთრ ხალათში და ხელში სააფთიაქო სასწორით. არავინ არ ეკითხება სადამკვირვებლო მისია იყოს. საქართველო რომ ამ დღეშია, იმის ანალიზი მოეთხოვება და ხელისუფლების ქმედებების შეფასება სანქციებზე, რუსეთთან ვაჭრობაზე, რუსების შემოსვლაზე.
დიდებული პოლიცია, სამარცხვინო პროტესტი და პროტესტანტები, დაე ჩალპეს სააკაშვილი ციხეში, საქართველოს შიდა პრობლემები (ქვეყანა რომ დანგრეული და ხელისუფლება კოლაბორაციონისტული) ეს ამბები ქვეყნიდან როგორ გააქვს ოპოზიციას (აქ ტვ მთავარიც იგულისხმა, ხსენება ვერ გაბედა, უბრალოდ) – ესაა მისი გამოსვლის მთავარი შინაარსი და ეს თო მოსაწონია, მოგწონდეთ.
ps თუ მაინცდამაინც ცოდვაზეა, ვინ სცოდავს, თქვა ჰააგამ – “ომი საქართველომ დაიწყო”
pps ზელენსკის როდის დაუმეგობრდა ნეტა? მის მიმართ ერთი მადლობა ან საერთოდ მისი ხსენება გამახსენოს უკრაინის მხარის მიერ.
წერს ნიკა გვარამია ფეისბუქგვერდზე.