რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა რამდენიმე სახის გამოკვლევა, თუმცა ის არ საუბრობს დიაგნოზზე, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის პირადი მონაცემებია
“ჩვენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეგვიფასებია, მაგას თავისი პარამეტრები აქვს. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან ჩაუტარდა ბიოგრაფია და გასტროსკოპია და კუნთოვანი გამტარებლობის შემოწმება. შედეგების შესახებ მე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, ეს არის პაციენტის მონაცემები, რომლის გასაჯაროების უფლება მე არ მაქვს იურიდიულად” – ამბობს ლევან გოფოძე
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გუშინ, მოულოდნელად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მესამე პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით დღეს სპეციალური წერილიც გაავრცელა