NASA-ს ცნობით, დედამიწას ავიალაინერის ზომის ასტეროიდი უახლოვდება – ეს 18 დეკემბერს მოხდება

დედამიწას ავიალაინერის ზომის ასტეროიდი უახლოვდება, – ამის შესახებ NASA-ს სპეციალისტები იტყობინებიან. ის ჩვენი პლანეტის ყველაზე ახლო წერტილს 18 დეკემბერს ჩაივლის.

მისი გათვლითი სიდიდე 26-დან 52 მეტრამდე დიამეტრია. ციური სხეული ფრენის ტრაექტორიის უახლოესი წერტილი დედამიწისგან 6,97 მილიონი კილომეტრის დაშორებით იქნება, ამ წერტილში მისი სიჩქარე კი – წამში 7,65 კილომეტრი.

ამავე დღეს დედამიწას ჩაუვლის კიდევ ერთი, უფრო მომცრო ზომის ასტეროიდი. მისი გათვლითი დიამეტრი შეადგენს 5,3 მეტრიდან 12 მეტრამდე. დედამიწასთან მისი მაქსიმალური დაახლოების წერტილამდე მანძილი 791 ათას კილომეტრამდე იქნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: