საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშოს პოვნას ვერ ახერხებენ, რადგან ომის გამო ევროპის ამ ქვეყანას მილიონობით უკრაინელი მიაწყდა და პრიორიტეტი მათი დასაქმება გახდა. უკრაინელ ლტოლვილებს ბიუროკრატიული წესები გაუმარტივეს, რის გამოც სამუშაოს მოძებნა მათთვის მარტივი გახდა.
უკრაინის ომის 28-ე დღის თავზე, პოლონეთი დევნილების უმსხვილესი ნაკადის მიმღებ ქვეყანად იქცა. ოფიციალური მონაცემებით, პოლონეთს ახლა 2 მილიონზე მეტი უკრაინელი აფარებს თავს. 50 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი პოლონურ სკოლებში უკვე ჩაირიცხა. ქვეყნის მთავრობამ კი უკრაინელ დევნილებზე მუშაობის 18 თვიანი ნებართვა გასცა.
ამ ფონზე უიმედო მდგომარეობაში მყოფი ქართველები კი ბედის ანაბარა დარჩნენ. მიმართეს დიპლომატიურ მისიას პოლონეთში, თუმცა მათ ვერავინ ეხმარებათ!
პოლონეთში სამუშაოდ წასული ქართველების ნაწილი ახლა სახლში ზის. დასაქმების სააგენტოები პირობას ვეღარ ასრულებენ. უკრაინიდან მილიონობით ლტოლვილის შესვლის შემდეგ განსაკუთრებით ქალებისთვის სამუშაო ადგილები აღარ არის. საქართველოს მოქალაქეები ნაქირავები ბინის საფასურსაც ვეღარ იხდიან.
ტვ პირველი