მასობრივი შიმშილობის აქციაში 300-ზე მეტი ადამიანია ჩართული. ინფორმაციას ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ავრცელებს. ამ საკითხზე მან “მთავარი არხის” ეთერში, “ღამის მთავარის” სპეცეთერში ისაუბრა.
“ამ წუთის მდგომარეობით, ახლა სია დგება… უკვე რაც შემიძლია დავადასტურო, 300-ზე მეტი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი კიდევ ასეული შემოუერთდება ამ პროტესტს,” – ამბობს მელია.
ცნობილია, რომ ამ წუთებში, ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან კარვებს აწყობენ.