“რუსეთის ნახევრად დამარცხება, მის უფრო მეტად გამწარებას და გამხეცებას გამოიწვევს” – ლაგაზიძე

”რუსეთის ნახევრად დამარცხება, მის კიდევ უფრო მეტ გამწარებას და გამხეცებას გამოიწვევს. 10-15 წელიწადში, ჩვენ ყველამ ერთად, შეიძლება გაცილებით უფრო სასტიკი რუსეთი მივიღოთ. ამიტომაც, საუბარი არის იმაზე, რომ რუსეთის მარცხი უკრაინაში, მსოფლიოს მისცემს რუსეთის მაქსიმალურად არტახებში მოქცევის საშუალებას, საუკეთესო შემთხვევაში კი მის დემოკრატიზაციას. შოლცმა თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეს სანქციები არ უნდა მოიხსნას ომის შემდეგ, ეს უნდა იყოს ძალიან ხანგრძლივვადიანი სანქციები და გერმანიისგან ამის მოსმენა არის ძალიან მნიშვნელოვანი”.

ამის შესახებ ექსპერტმა, ხათუნა ლაგაზიძემ “პალიტრანიუსის”  გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share