“სანამ ალიანსის პარტნიორის სტატუსი გვაქვს, მანამდე ვიარსებებთ… ნეიტრალიტეტი ჩვენი სახელმწიფოს სიკვდილია” – ნიკა გვარამია

“სანამ ალიანსის პარტნიორის სტატუსი გვაქვს, მანამდე ვიარსებებთ. ნეიტრალიტეტი არის ჩვენი სახელმწიფოს სიკვდილი” – ასე ეხმაურება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ნატოს გენმდივნის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ალიანსმა მხარდაჭერა ყველა იმ პარტნიორის მიმართ უნდა გაზარდოს, რომელიც რუსეთისგან მომდინარე საფრთხის ქვეშაა.

სტოლტენბერგი: ნატომ უნდა გაზარდოს მხარდაჭერა ალიანსის ყველა იმ პარტნიორის მიმართ, რომელიც რუსეთისგან საფრთხის ქვეშაა, რომელთა შორისაა საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. უნდა უზრუნვეკვყოთ მათი სუვერენიტეტის დაცვა და მდგრადობა.

ხომ არ იცით, მოლდოვა რატომ არ ახსენა? მთლად ომის შუაგულში მყოფი მოლდოვა? ნეიტრალიტეტი უწერია კონსტიტუციაში და იმიტომ.

გესმით საქართველოს სამარცხვინო მთავრობავ? სანამ ალიანსის პარტნიორის სტატუსი გვაქვს, მანამდე ვიარსებებთ. ნეიტრალიტეტი არის ჩვენი სახელმწიფოს სიკვდილი, – წერს ნიკა გვარამია. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share