იყო დრო, როდესაც მოსყიდვაზე, მუქარასა თუ გაყალბებაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში ერთ მთავარ იარაღს იყენებდა: მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით ხალხის შეშინებას
წელს ეს მეთოდი ძველებური ინტენსივობით აღარ გამოუყენებია, მთავარი ფსონი უკვე საბოლოო გაყალბებაზე ჰქონდა დადებული.
ივანიშვილმა ახლა გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, კანონის ძალით, საერთოდ გააქროს პოლიტიკური სივრციდან და დაფინანსება შეუწყვიტოს იმ პარტიებს, რომლებიც ნაციონალების გვერდით გაბედავენ დადგომას, თუნდაც ბოიკოტის რეჟიმში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციას დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება – ეს მცდელობა “ნაციონალებსაც” ჰქონდათ 12 წლის წინ, მაგრამ, საბოლოოდ, იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. ახლა ოპოზიციის წინააღმდეგ იგივენაირი კანონის მიღებას ზუსტად ის ადამიანები ცდილობენ, ვინც მაშინ ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და თან ამას დემოკრატიის გადარჩენის სახელით აკეთებენ.
დასვენება უნდა ბატონ ბორისსაც – მუდმივად ერთი კაცის აჩრდილი რომ არ ელანდებოდეს და ხანგამოშვებით კატარღებზე არ ეძებდეს.
2020-ში ფსონი გაცილებით მაღალია, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებზე 2013 ან 2018 წლებში. ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე 2016 წელს, მით უფრო, ადგილობრივ არჩევნებზე 2014 და 2017 წლებში.
2020-ში ადამიანების განწყობას რეალურად უნდა შეეცვალა საპარლამენტო თანაფარდობა, რაც შემდეგ შეცვლიდა მთავრობას.
ქართულმა ოცნებამ ზუსტად იმდენი მოპარა ოპოზიციას და იმდენი მიიწერა, რომ ეს არ დაეშვა – თუნდაც არითმეტიკული, მაგრამ უმრავლესობა მაინც მიეღო. მთავრობის ფორმირებისა და შემდგომი 4-წლიანი ბაირამობის, ანუ ბიუჯეტის მონელების ლიცენზიით
ბოლომდე არ სჯეროდა ამხანაგ კოლმეურნეობის თავმჯდომარეს, რომ ვიღაც გაბედავდა და ყანაში მუშაობაზე, ანუ შრომის კოლექტიურ ორგანიზაციაში მონაწილეობაზე, უარს იტყოდა.
აშკარად ჩაუფლავეს ბრიგადირებმა… ან არასაკმარისს დაპირდნენ ოპოზიციონერებს, ან არასაკმარისად დააშინეს – ფაქტია, რომ ორი გზააბნეულის გარდა, ჯერ ვერავინ დაითანხმეს.
ორი ერთეული ელისაშვილი და სამი ერთეული “გირჩი” გინდ შეგიყვანია, გინდ არა. პარლამენტში რომ დასხდებიან, ოპოზიციად არც შიგნით ჩათვლის ვინმე და უკვე აღარც გარეთ. “ნაცების” გარეშე ისევ არაფერი გამოდის. ეგენი უნდა გატყდნენ
ოპოზიციას თავიდანვე ჰქონდა და აქვს ერთადერთი უპირატესობა – მორალური. ამ უპირატესობის ერთი ნიშანი მისი შეკრულობაცაა. ამომრჩეველი, ვინც ოქტომბერში შემოხაზა რამე, 41-ის გარდა, კაი ხანია აღარ კითხულობს, ვინ მემარჯვენეა და ვინ მემარცხენე, ვინ პროაქეთურია და ვინ პროიქეთური.
თენგო გოგოტიშვილი