”პრაგმატული არ არის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომთან და რუსეთთან მიმართებით ეწევა. “ქართული ოცნების” პოლიტიკას ჰქვია: „ვაი დედა, მე რამე არ მომივიდეს და არ დამემართოს“, მხოლოდ საკუთარ ხელისუფლებას უფრთხილდებიან და ქვეყნის ინტერესი აქ არ არის. ენის მოჩლექვით საუბარი ვერ დაგვიცავს იმისაგან, რომ ცხინვალის რეგიონში ყირიმი არ მივიღოთ, რადგან თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, დასჭირდება რაღაც ტიპის გამარჯვება, რომელიც საკუთარ მოსახლეობაში უნდა გაყიდოს და შესაძლოა, ეს გამარჯვება იყოს ცხინვალის ყირიმიზაცია”.
ამის შესახებ “კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” განაცხადა.