შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი რუსეთში, თვითიზოლაციაშია და შესაძლოა, ზოგიერთი მრჩეველი გაათავისუფლა ან შინაპატიმრობაში გადაიყვანა.
“როგორც ჩანს, ის თვითიზოლაციაშია გადასული და არის გარკვეული მინიშნებები, რომ მან სამსახურიდან გაათავისუფლა ან შინაპატიმრობაში გადაიყვანა რამდენიმე თავისი მრჩეველი” – თქვა ბაიდენმა, თუმცა, Reuters-ის ცნობით, მას ამის მტკიცებულებები არ მოუყვანია.
“მაგრამ, მე არ მინდა, ამ ეტაპზე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა მივანიჭო” – განაცხადა ბაიდენმა.