ერდოღანის თქმით, ის პუტინს ყირიმისა და დონბასის საკითხის მოგვარებისკენ მოუწოდებს

თურქეთის პრეზიდენტმა, თაიფლ ერდოღანმა აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გადადგას ნაბიჯი უკრაინის დონბასისა და ყირიმის რეგიონის საკითხების მოსაგვარებლად.

სტამბულში ჟურნალისტებთან საუბრისას ერდოღანმა განმარტა, რომ მას სატელეფონო საუბარი ექნება პუტინთან, რათა მას მოლაპარაკებების განახლება შესთავაზოს

29 მარტს სტამბოლში თურქეთის ხელისუფლების მედიაციით რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა შედგა. ორივე მხარემ მოლაპარაკებების პროცესი დადებითად შეაფასა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share