ქეთი ხომერიკი-აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს თერაპიას მუნიციპალიტეტი დაუფინანსებს

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს,რომლებიც ჩართულები არიან რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამაში, თერაპიას ვუფინანსებთ!

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ქართული ოცნებიდან” ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა აცნობა.

მისივე ინფორმაციით, ბენეფიციარებს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია!

ფინანსდება თვეში 15 სეანსი(11 ქცევითი ანალიზის თერაპია და 4 სხვა თერაპია(კომუნიკაციის,ენისა და მეტყველების,ოკუპაციური,სენსორული,ფიზიკური,მუსიკალური)).

“დაფინანსება მიიღო ყველამ ,ვინც ამა წლის 1 მარტამდე მოგვმართა, განცხადებით!  ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ (მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები),ბენეფიციარები მიიღებენ დახმარებას უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებებში- 250 ლარის ოდენობით (ნაცვლად 200 ლარისა). მომდევნო კვირაში გაფორმდება მემორანდუმი ,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის.კომპანიები ბენეფიციარებისთვის კალკულაციებს გასცემენ ფასდაკლების დღეებში არსებული ფასით,კვირის ნებისმიერ დღეს” განაცხადა ხომერიკმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share