Messenger შეფერხებით მუშაობს. აპლიკაციით სარგებლობა უჭირთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
downdetector-ის მონაცემებით, მომხმარებელთა 47% ამბობს, რომ პრობლემა შეტყობინებების გაგზავნასთან დაკავშირებით ექმნებათ, 21% ის ცნობით, მათ შეტყობინებების მიღება უჭირთ, ხოლო 32% ამბობს, რომ ზოგადად აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით აქვთ შეზღუდვა.
შეფერხებები Facebook-ის მესინჯერში დაახლოებით 21:45 საათიდან დაიწყო.