იცოდეთ, რომ ღარიბაშვილი რასაც ამბობს ისტორიული სირცხვილია – ბუღაძე

”იცოდეთ, რომ ისტორიული სირცხვილი ღარიბაშვილი რასაც და როგორც ამბობს – საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის გასაგები და მისაღებია, რადგან მათ დააჯერეს, რომ ივანიშვილის ქცევით საქართველოში იგივე არ მოხდება, რაც ხდება უკრაინაში. მის ლანძღვას ან იდიოტად მოხსენიებას ალბათ კი აქვს აზრი (გულს მაინც მოვიოხებთ), მაგრამ სამწუხაროდ მისი სიტყვების გამო ნახევარ საქართველოზე მეტს არ რცხვენია… პირიქით, ესმის მისი და გაგებით ეკიდება.იდიოტები კი ჩვენ ვართ, რომელთაც ამდენი ხნის განმავლობაში ის ვერ მოვახერხეთ, რომ ოცნების პრიმიტიული პროპაგანდისთვის სწორი და სანდო ენა დაგვეპირისპირებინა. მაგრამ იქნებ არც არსებობს ეს ენა და როგორც რუსების უმრავლესობას სჯერა თავისი მკვლელი ბატონის და არც უნდა, რომ სხვანაირად სჯეროდეს, ჩვენი ხალხის დიდი ნაწილიც ასევეა თვითდამღუპველ სისულელეში გაჯიუტებული! აქამდე მეც არ მჯეროდა, რომ ღარიბაშვილი დომინანტური ქართული ტიპაჟი იყო, ახლა კი უკვე ეჭვი არ მეპარება, რომ სწორედ “არაღარიბაშვილები” არიან მარგინალები.
მაგრამ საქართველოში ყოველთვის ასე არ იყო? უბრალოდ საქართველო აღარ იყო ხოლმე მერე ასეთ დროს…”

აღნიშნული შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი, მწერალმა ლაშა ბუღაძემ გამოაქვეყნა, რითიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გამოეხმაურა.

ცნობისთვის, ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება და ჯერ კიდევ 25 თებერვალს ამბობდა, რომ უკრაინა ამ ომით დაისჯებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share