დეპუტატი – ქართველმა ერმა არჩევანი თავისუფლებასა და “მშვიდობას” შორის 9 აპრილს გააკეთა

“დეპუტატი – ქართველმა ერმა არჩევანი თავისუფლებასა და “მშვიდობას” შორის 9 აპრილს გააკეთა და არავის არა აქვს უფლება ამ არჩევანს საკუთარი, მითუმეტეს რუსული ინტერპრეტაციით გადახედოს”

ეს განცხადება.  დღეს, 9 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატმა ოპოზიციიდან, თათია ნიკოლაშვილმა, “გურიის მოამბესთან” საუბრისას, მას შემდეგ გააკეთა, რაც მან, მის თანამოაზრეებთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულ ნინო თოიძის ხსოვნას პატივი მიაგო, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში და 9 აპრილს გმირულად დაღუპულ ოზურგეთელი გოგონას საფლავი ყვავილებით შეამკო:

“თავისუფლად შეეძლო რუს სამხედროებს ამ მიტინგის დაშლა მაგრამ მათ გადაწყვიტეს ქართველი ერის დასჯა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვიბრძოდით თავისუფლებისათვის” თქვა ნიკოლაშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share