აქციის მონაწილეებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუბულ გმირებს პატივი მიაგეს და რუსული გაუგონარი აგრესიის წინაშე მყოფ მეზობელ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
აქციაზე გამომსვლელებმა თქვეს ის , რომ 33 წლის შემდეგაც საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლა უწევს და ეს ბრძოლის ხაზი დღეს უკრაინაში გადის. საქართველო და უკრაინა იმპერიალისტური ზრახვებით შეპყრობილ რუსეთს აუცილებლად დაამარცხებენ. რადგან ჩვენი ბრძოლა სამართლიანია. სამოქალაქო აქტივისტებმა ისაუბრეს გაერთიანებაზე , განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის ადამიანებისა, რადგან მტერი დღეს სწორედაც, რომ დაყავი და იბატონეს პრინციპით მოქმედებს.
დღესვე აქციაზე დაანონსდა ოზურგეთში სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის’’ დაფუძნება.