გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანა 4.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
გაეროს ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტი ლტოლვილი – 2,593,902 უკრაინელი, პოლონეთში გადავიდა.
ორგანიზაციის შეფასებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპას ლტოლვილების ასეთი რაოდენობა არ უნახავს.