“ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა და ჩვენ მზად ვართ, რომ მას ყველა სახის დახმარება გავუწიოთ”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საუბრობს.
საქართველოს მიერ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შეფასებისას აქცენტი უნდა გაკეთდეს სამ ძირითად საკითხზე. საქართველოს მიერ ინსტიტუტების სტაბილურობის მიღწევაზე, რაც იქნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და უმცირესობების პატივისცემის გარანტია. მეორე, ეს არის ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა. მესამე ეს არის საქართველოს უნარი რომ იტვირთოს და ეფექტურად განახორციელოს ვალდებულებები, რომლებიც ევროკავშირის წევრობას თან სდევს. ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა და ჩვენ მზად ვართ, რომ მას ყველა სახის დახმარება გავუწიოთ, – ამბობს ჰარცელი.