ლანჩხუთელების გარეშე და ახალწვეულთა გოლებით… „გურია“ ლიდერებშია!

“გურიამ” ამ სეზონში პირველი საშინაო შეხვედრა “საბურთალო-2”-თან გამართა. ლანჩხუთელთა სასტარტოში არცერთი ადგილობრივი არ გახლდათ. შეხვედრაში სამი გოლი გავიდა და სამივე “გურიას” ახალწვეულებმა გაიტანეს _ თავიდან გამოცდილმა მცველმა, გურამ ადამაძემ ავტოგოლი გაიტანა, ხოლო პირველივე ტაიმში თორნიკე გრიგალაშვილმა გაქვითა, 1:1.
მატჩიც ასე სრულდებოდა, მაგრამ მეოთხე დამატებულ წუთზე, ასევე ახალწვეულმა, ჯუმბერ ხმელიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა, 2:1.
პირველ ხუთეულს 4-4 ქულა აქვს და მათ შორისაა “გურია”, გიორგი ონიანის გუნდმა I ტურში გორში 1:1 ითამაშა.
12.04. ლანჩხუთი. ევგ. შევარდნაძე. გურია 2:1 საბურთალო-2
0:1 ადამაძე (22. ავტოგოლი), 1:1 გრიგალაშვილი (38), 2:1 ხმელიძე (90+4)
გურია: თებიძე, ბურკაძე (83. კოშკაძე), ადამაძე, გურამ გურეშიძე, გიორგი გურეშიძე  (83. ბახია), სულაძე, რუხაია, გრიგალაშვილი (63. ალადაშ
ვილი), წურწუმია, ლომსაძე (68. კობაური), ხმელიძე. სათადარიგოები: ხვედელიძე, ვირუბოვი, ბერიძე, კრომლიდი, ახალაია.

მორიგ შეხვედრა “გურია” ჩოხატაურში გამართავს იქაურ “ბახმაროსთან”, რომელსაც ლანჩხუთელი თემურ ლორია წვრთნის და წინა ტურში, სტუმრად “მეშახტესთან” 0:1 დამარცხდა. გურული დერბი 18 აპრილს, დღის 3 საათზე დაიწყება.

წყარო – გურია თუდეი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share