„მარიუპოლში ჩეჩენი მებრძოლები სიმართლისა და სამართლიანობისთვის იბრძვიან“ – კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მისი მებრძოლები უკრაინაში „სიმართლისა“ და „სამართლიანობისთვის“ იბრძვიან.

ისივე თქმით, იგი გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„მარიუპოლის პრიმორსკის რაიონში ჩეჩენი ჯარისკაცები მონაწილეობენ ყველა სახლისა და ქუჩის გათავისუფლებაში. საცეცხლე პოზიციებზე ყოფნის ორი დღის განმავლობაში ჩვენმა მებრძოლებმა შესანიშნავი შედეგები აჩვენეს – მათ გაანადგურეს მრავალი ბანდიტი, დაიპყრეს სამხედრო ობიექტები, გაათავისუფლეს ადგილობრივი მცხოვრებლების სახლები.

შეხედეთ ჩეჩენი ჯარისკაცების მკაცრ, მტკიცე სახეებს. მათ შეუძლიათ ბევრი რამის თქმა ერთი სიტყვის წარმოთქმის გარეშე. ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან მებრძოლები იბრძვიან სიმართლისთვის, სამართლიანობისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სწორ გზაზე არიან.

ყოვლისშემძლე ალაჰმა დააჯილდოოს ჩვენი უშიშარი მეომრები სასურველი გამარჯვებით! დაე, მან გადაარჩინოს მათი სიცოცხლე ჩვენი დიდი სამშობლოს მზაკვრული მტრების წინააღმდეგ რთულ ბრძოლებში“, – აცხადებს კადიროვი.

pia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share