„გთხოვთ, ჩემი ქმრის გათავისუფლებაში დამეხმაროთ“ – მედვედჩუკის მეუღლე პუტინს მიმართავს

უკრაინის ღალატში ბრალდებული ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლე მისი ქმრის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართავს.

ოქსანა მარჩენკო აცხადებს, რომ მისი ქმარი ტყვეებზე გაცვლაზე თანახმაა.

„პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, მე, უკრაინის სახალხო დეპუტატ ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლე, გთხოვთ, ჩემი ქმრის გათავისუფლებაში დამეხმაროთ, რომელიც უკანონოდ და პოლიტიკური მოტივებით არის დაკავებული კიევის მიერ.

პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, გთხოვთ დამეხმაროთ, ჩემი ქმარი გაცვლასა და რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციაზე თანახმაა, თუ კიევი და მოსკოვი შესაბამის შეთანხმებას მიაღწევდნენ. ჩემი ქმრის, ისევე როგორც სხვა უკანონოდ დაკავებულების, საფრთხის ქვეშაა. ადამიანებს აკავებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და სიმართლეს ამბობენ. გთხოვთ, სასწრაფოდ მიიღოთ ყველა შესაძლებელი ზომა ამ ხალხისა და ჩემი ქმრის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა მარჩენკომ.

შეგახსენებთ, 27 თებერვალს ღალატში ეჭვმიტანილი სახალხო დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 12 აპრილის იგი უკრაინულმა მხარემ დააპატიმრა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა რუსულ მხარეს მისი ტყვეებში გაცვლა შესთავაზა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share