კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეფე ნიკოლოზი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ლოცულობენ მისი ჯანმრთელობისთვის. ამ თემაზე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში ალბათ მომავალშიც მოინახულებს.
“ჩვენ ვლოცულობთ ბატონი მიხეილ სააკაშვილისთვის. მე მოსანახულებლად ხშირად მივდივარ ხოლმე მასთან, ჩვენზე არ არის დამოკიდებული ნამდვილად… ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვილოცოთ მისი ჯანმრთელობისთვის, მე ეს შემიძლია ვთქვა. ჩვენ რაც არ უნდა ვაკეთოთ პოლიტიკური განცხადებები, არც აზრი აქვს, არც სწორია, თქვენც ნახეთ და მეც ვნახე, რომ არ გრძნობს თავს კარგად, მოვინახულებ ალბათ კიდევ”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ცუდად გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა. მედიკოსები და სპეციალისტები, ასევე, ადვოკატები და ოჯახი ამბობს, რომ მისი საზღვარგარეთ შესაბამის კლინიკაში გადაყვანაა საჭირო.