“გადაარჩინე მიშა” – ექიმები სააკაშვილის მხარდამჭერ მოძრაობას იწყებენ

მედიკოსები პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მოძრაობის დაწყებას აანონსებენ

“ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, ექიმების ჯგუფი ვიწყებთ მოძრაობას – “გადაარჩინე მიშა”(Save Misha). ჩვენი მიზანია, სასწრაფოდ გაიგზავნოს სააკაშვილი სამკურნალოდ დასავლეთის სპეციალიზირებულ კლინიკაში. მისი მდგომარეობა უმძიმესია, ძალიან მაღალია რისკი, უახლოეს მომავალში, განვითარდეს ღრმა უნარშეზღუდულობა, ან მოწმენი გავხდეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაღუპვის.

ვისაც გსურთ შემოერთება ( განსაკუთრებით ეს ეხება ექიმებს ) დააფიქსირეთ კომენტარებში. გთხოვთ მაქსიმალურად გააზიაროთ ეს სტატუსი, გადასცეთ სიტყვიერად თქვენს ახლობლებსაც. შეკრება გვექნება უახლოეს დღეებში”, – წერს “ნიუ ჰოსპიტალსის” ბავშვთა ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი, ლევან ფერაძე სოციალურ ქსელში .

შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს, სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share