რუსული არმია უკრაინის აღმოსავლეთით მიიწევს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან აგრესიას აგრძელებს, მიიწევს აღმოსავლეთით და სროლას აგრძელებს მარიუპოლის “აზოვსტალის” მიდამოებშიც.

გენშტაბის ცნობით, მტერი აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში გაერთიანებული ძალების დასამარცხებლად, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დასამყარებლად და დროებით ოკუპირებული ყირიმისკენ სახმელეთო მარშრუტის უზრუნველსაყოფად მიიწევს.

მათივე ცნობით, რუსული ძალები შეტევას აგრძელებენ, თუმცა ზოგიერთ რეგიონში მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, მათ შორის ხარკოვში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share