სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ელოდება. ყიფშიძე ამბობს, რომ თითოეულ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან მესამე პრეზიდნეტის მდგომარეობა მძიმეა.
„მთელი იანვარი და თებერვალი თბილისში ვიყავი, ერთხელაც არ მომცეს უფლება, რომ შევსულიყავი და მენახა. როდესაც გორიდან გადაიყვანეს რუსთავის ციხეში რატომღაც ყველამ ჩავთვალეთ, რომ პრეზიდენტი გამოჯანმრთელდა და ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ესე არ იყო. მე სულ ვიძახდი, რომ უფრო მძიმედ არის ბატონი პრეზიდენტი ვიდრე გორში მოთავსდებოდა. დასკვნა რაც შეიძლება ჩქარა გამოაქვეყნონ, დრო აღარ გვაქვს საერთოდ”, – უთხრა ნიკოლოზ ყიფშიძემ „ტვ პირველს“.