პრეზიდენტს ბევრი დრო არ აქვს დარჩენილი მის სრულ ინვალიდიზაციამდე და შესაძლოა გარდაცვალებამდეც კი – აცხადებს ალტერნატიული კონსილიუმის წევრი, ექიმი ოთარ თოიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს.
“ემპათიას” წევრ მედიკოსებს ახალი წლის შემდეგ არ ჰქონიათ შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილი მოენახულებინათ. ისინი აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, სახეზეა და ეს ბოლო სასამართლო პროცესზეც კარგად გამოჩნდა.
გარდა ამისა, დღეს ექიმთა 10 ორგანიზაცია სალომე ზურაბიშვილისთვის მიმართვას გეგმავს, რათა მიიღოს მან შესაბამისი ზომები, რომ მესამე პრეზიდენტს სათანადო მკურნალობა გაეწიოს. ექიმები ამბობენ, რომ როდესაც პაციენტის მკურნალობის უფლება ირღვევა, ირღვევა ყველა საერთაშორისო კონვენცია
კატეგორიულად ვითხოვთ შეხვედრას პრეზიდნტთან, კატეგორიულად. რა ევროკავშირის კითხვარის შევსება. რათ უნდა ამას ევროკავშირის კითხვარის შევსება. ქვეყანაში, 21-ე საუკუნეში, როდესაც პაციენტს ესაჭიროება მკურნალობა და არ მკურნალობენ, ამაზე უარესი მდგომარეობა დემოკრატიის თვალსაზრისით, რა შეძლება არსებობდეს?” ამბობს ექიმი მანანა ჯებაშვილი.
უახლოეს დღეებში, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე განცხადებას სახალხო დამცველიც გააკეთებს. ომბუდსმენი იმ დასკვნას გაასაჯაროებს, რომელიც პარასკევს, სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებმა რუსთავის ციხეში სააკაშვილის მონახულების შემდეგ მოამზადეს.
ომბუდსმენის კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 25 აპრილს მოინახულეს.