ბე 8 ვიტამინი
ნივთიერება, რომელიც ერთ-ერთი მთავარია, როცა ორგანიზმი სიცოცხლის ხანგრძლივობას და საერთოდ სიცოცხლეს გადაწყვეტს და ამაში ამ კომპონენტის როლი უდიდესია.
სიცოცხლის გახანგრძლივება და დაავადებების მორჩენა , მხოლოდ ამ სტრატეგიებით უნდა მოხდეს.
ბე-8-ს ბალანსის გარეშე კაცი მამაკაცობას მალე კარგავს.
იქ სადაც მედიცინის დახავსებული დონეა, ის ,როლში საერთოდ არ არის მკურნალობის დროს. თანამედროვე ევროპული და ამერიკული მედიცინა ბოლო წლებში დაფიქრდა ,დაარქვას თუ არა მას სხვა სახელი ან თუ დატოვოს ის ვიტამინების მწკვრივში, თავისი ზეჭარბი უნივერსალობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლე იწყება ვიტამინებიდან, რადგან ისინი არიან მთავარი შემადგენელი ცილების და ამინომჟავების. ნებისმიერი ექიმი რა რანგისაც არ უნდა იყოს სტატუსით, მედიცინის ოდნავ გაგებაში მაშინ მოდის, თუ მთელი ცხოვრება ეცდება ვიტამინების ბუნების აღქმას და მათზე დაკვირვებას პრაქტიკაში. ბუნებრივია, ვიტამინში არ ვგულისხმობ ქიმიური ფორმულით შექმნილ ნივთიერებას და ვეგანურზე , ნატურალურზე მაქვს ყურადღება . ორგანიზმში მიმდინარე, მილიონებით ფიზიოლოგიური რეაქციების ჯაჭვი საფუძველში ვიტამინებისგან იწყება. ჩამორჩენილ ვითარებაში, სამწუხაროდ, ხან ზოგის სამედიცინო სფეროს აზროვნებაში, ვიტამინები ჯერ კიდევ ითვლება გასასუქებელ საშუალებად. რეალობაში კი , ადამიანი იმიტომ არის მსუქანი და მეტაბოლიზმმოშლილი, რომ მას აკლია ვიტამინები და სწორედ ამის გამო აქვს დანგრეული ნივთიერებათა ცვლა. ბე-8 სუპერუნივერსალურია, იმიტომ , რომ ის უამრავი ფერმენტის შემადგენლობაშია . ნებისმიერი დაავადება კი, რომელიმე ფერმენტის ნაკლებობით ან დაზიანებით ან მისი ცვლის მოშლით იწყება. ფერმენტის დეფიციტის გაძლიერება, ჰორმონების ცვლას მოშლის, ცილას დაშლის და დაავადებაც სტატუსდება. ბე 8-ას უჭირავს აღვირი და ჭკუაზე მოყავს სეროტონინი და დოფა. ნევროზზე, შფოთზე, ღვიძლზე, მეტაბოლიზმზე ,შაკიკზე, გულზე, წნევაზე, დეპრესიაზე ,დერმატიტზე, ქოლესტერინის სიჭარბეზე, ფსიქოზებზე, ტვინზე და კიდევ ბევრ შემთხვევებში დანიშნულება უსარგებლოა, თუ ბე-8-ს არ შეიცავს ან ცალკე ან კომპონენტურად. მისი ნაკლებობა, მითუმეტეს ცვლის მოშლა ერთი მთავარი დიდი მიზეზია ღვიძლის გაცხიმოვნების, ღვიძლის ფუნქციების მოშლის და ქოლესტერინის სიჭარბის. სიმსუქნის, შაკიკის, ვიტილიგოს, დერმატიტის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადების; ფსორიაზის, ტინიტუსის ,ქოლესტერინის სიჭარბის და კიდევ ბევრი დაავადების დროს ,მისი ცვლაც მოშლილია და მარტო შევსებაც არ შველის. საჭიროა მისი ცვლის სრულფასოვანი აღდგენა. მისი ცვლა ბოლომდეა მწყობრიდან გამოსული და დეგრადირებული, განსაკუთრებით-წნევის, დიაბეტის, სიმსუქნის, ქოლესტერინის სიჭარბის და შესაბამისად ღვიძლის დაავადების დროს; შაკიკის, გულის დაავადებების; არტერიების და სიხლძარღვების დაავადებების-ტინიტუსის, თავბრუხვევის და სხვა ნევროლოგიური პათოლოგიების; ასევე, დერმატიტის, ვიტილიგოს, ტინიტუსის, ფსორიაზის, სახსრების, ჰორმონალური პრობლემების, ოფლიანობის, უძილობის, პანიკური აშლის , დეპრესიების და სხვა დროს. ბე 8-ს დაბლა სცემს-წნევის დამარეგულირებლები, ჰორმონალური პრობლემები, შარდმდენი წამლები. დიდი დრო სჭირდება მის შევსებას , ხოლო მისი დაზიანებული ცვლის ადგენას ძალიან დიდი დრო .თითქმის მთელი ცხოვრება უნდა არეგულირო, რომ სიცოცხლე გაახანგრძლივო რეალურად. რადგან მისი ცვლის მოშლის შემდეგ, ადამიანს, ბევრი დარღვევით მიმდინარე დაავადებები ემართება. ბე8 -ს ნორმაში ყოფნა აუცილებელია თირკმლების ჯანსაღად მუშაობისთვის. ის თირკმლებში მიო ფორმაში იქმნება. ამ შემთხვევაში ის აღარ არის უკვე , მხოლოდ ბე 8-ანუ მხოლოდ ესენციალური ბიოლოგიური ნუტრიენტი. ის უკვე ბევრი სასწაულის თანამონაწილე ნივთიერება ხდება. საერთოდ, თუნდაც სწორად, ფიზიოლოგიური რეაქციების ზუსტი გათვლებით მკურნალობდეს ექიმი მეტაბოლიზმს, რაქიტიდან დაწყებული ქოლესტერინის სიჭარბით და ინსულტის და გულის დაავადებებით დამთავრებული, საბოლოო შედეგი მაინც ბე -8 -ის ხასიათზე ა დამოკიდებული. რადგან ,ინსულინრეზისტენტობის და გლუკოზის ტოლერანტობის ფონის მოწესრიგების გარეშე არაფერი არ მორჩება სრულფასოვნად. ბე-8ის დიდი მონაწილეობის გარეშე კი, ეს პროცესები არასოდეს დაიძვრება გამოსწორებისკენ. ამ ორის დაბალანსებამდე ,ადამიანი მუდამ ეწამება ჩივილებით და სულ ახალი, უკეთესი ექიმის ძიებაში იქნება. ამ ორის საბოლოო გამოსწორება ურთულესი საქმეა . მეტაბოლიზმის სრულფასოვანი მკურნალობის სტრატეგიებით და მეთოდებით ჩვენი ქვეყანა ჯერ ნამდვილად არ გამოირჩევა. ეს ორი ფენომენი –ინსულინრეზისტენტობის და გულკოზის ტოლერანტობის დარღვევა მთლიანად ანგრევს მეტაბოლიზმს და იწვევს უამრავ დაავადებას– დაწყებული ბავშვის ზრდა-განვითარების შეფერხებით, დამთავრებული ინფარქტის, ინსულტის და თავისთავად, ღვიძლის დაზიანების და ქოლესტერინის სიჭარბის ჩათვლით. ამ ორი ფენომენის გათვალისწინებით დანიშნულება რომ შეადგინოს ექიმმა, მას ფიზიოლოგიის უღრმესი ცოდნა მოეთხოვება. რომელიც ინდივიდუალურად უნდა მოარგოს ამ ადამიანის პრობლემებს და დეტალებს . მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში რამდენიმე სასიცოცხლო ნივთიერებაა გამოკვეთილი. მათ შორის კი ბე-8 ერთი ძალიან მნიშვნელოვანია. ბე-8 ჯანსაღი სპერმატოგენეზის საფუძველია. დათრგუნული სპერმატოგენეზის და მამაკაცური ლიბიდოს დაქვეითების შემჩერებელია. მთავარი დამხმარეა ქალის და მამაკაცის უნაყოფობის დროს . კარგად იცით რა შეტევაა ანუ ხშირად არასწორი და შაბლონური მკურნალობებია ქალების შიგა გინეკოლოგიურ ანთ ებებზე , სოკოზე, ბაქტერიებზ ე. ამ დროს პიკია ხელოვნური ჰორმონების გამოყენების.. უამრავ მაგალითებს ვნახულობთ. წარმოუდგენელი სივიწროვეა აზროვნების, როცა ქალს, მაგალითად, საშოს ბაქტერიების დროს წლების განმავლობაში უამრავი სხვადასხვა სახელწოდების ერთი და იგივე ანალური და ვაგინალური სანთლები აქვთ დანიშნული. რატომ ამდენჯერ? უნდა მივხვდეთ მარტივი ლოგიკით , რომ ლოკალურად, საშოში გამქრალი ბაქტერია კვლავ ჩასახლდება ,რადგან დაბინძურებულ სისხლს და ლიმფას ისევ გამოყვება. თუ მამრი ბაქტერიაა, მით უფრო დიდი ხალისით. ამიტომ ,ამ დროს-სისხლი და ლიმფა უნდა გავასტერილოთ; პანკრეასის, ჰოპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლების ჰორმონების და ფერმენტების ცვლა უნდა დავასტაბილოთ, რომლებიც ბიძგს აძლევენ საშვილოსნოს და არა მარტო მას, ასევე სხვა ორგანოებს ,ბატერიული მიკროფლორის დეზორგანიზაციაში. მაგრამ, რაც არ უნდა აღავადგინოდ ჰორმონების და ფერმენტების ბალანსი-პანკრეასშიც, ჰიპოფიზშიც და თირკმელზედა ჯირკვალშიც-შედეგი არ იქნება თუ არ დავასტაბილებთ–ინსულინრეზისტენტობას და გლუკოზისადმი ტოლერანტობას. ესაა ამ ძნელად მოსარჩენი დაავადებების მთავარი ფიზიოლოგიური საიდუმლო. ამის გარეშე პ აციენტს მხოლოდ დროებითი ეფექტით ატყუებ და ვერასოდეს გადმოიყვან ხანგრძლივი სიცოცხლის ხაზზე. მალე ყველაფერი, ყველა ჩივილი თავიდან დაიწყება. ადამიანის ორგანიზმის რეალურ გაჯანსაღებაში გარკვეული ნივთიერებები გვეხმარებიან. მათ შორის ფიზიოლოგიის და მეტაბოლიზმის გაადამიანურებაში ერთ-ერთი მთავარია—–ბე 8 ვიტამინი. უშვილობა —უნაყოფობაში მ თავარი საშველი ბე 8 დან იწყება. რადგან ამ დროს ინსულინრეზისტენტობა სრულად დეგრადირებულია. ბევრს ჰგონია, ეს პრობლემა დიაბეტის დროსაა მარტო. მაგრამ, პანკრეასის ფერმენტები და ჰორმონები ყველაფერზე ბატონობენ. ყველა დაავადების დროს იჩენენ თავს. ოღონდ ასეთ რთულ ვითარებებში შევესება არ არის საკმარისი, არამედ, ბე 8 ის ცვლის ბოლომდე აღდგენაა საჭირო . აუცილებლად დადგება დრო და ჩვენს მედიცინაშიც შემცირდება ხელოვნური ჰორმონების გამოყენება. ისევე როგორც ხდება ეს ,ულტრაკლასის ამერიკულ ზოგ კლინიკაში ამერიკასა და ასევე ევროპაში. მხოლოდ ძალიან მაღალი დონის კლინიკებზე ვამბობ. ბე–8 ამ პროცესებს ეხმარება იმიტომ, რომ ის ჰორმონებს აბალანსებს და ამის ხარჯზე აკეთებს მეტაბოლურ საოცრებებს ჯანმრთელობის და სიცოცხლის მოსამატებლად. უპირველესად კი ინსულინრეზისტენტობას და გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაღვევას უთხრის ძირს და ყოველდღე და ყოველ წუთს უკვე იწყებს ამაზე ზემოქმედებას, ნელა მაგრამ მყარად. ქიმიური დროებითი წამლის შედეგივით ეს მალე არ ხდება. აქ მილიონობით ფიზიოლოგიური რეაქციის გამოსწორება უნდა მოხდეს. ეს ხანგრძლივად უნდა გაკონტროლდეს, რომ შედეგად, არეული კორტიზოლი ჭკუაზე მოვიდეს. შიზოფრენიით დაავადებულს უფრო ადრე მოიყვანს თანამედროვე მედიცინა ჭკუაზე, ვიდრე კორტიზოლს . ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ ვერ ხდება-ფსორიაზის, ვიტილიგოს, დერმატიტის, გულის , ღვიძლის და სხვა დაავადებების მალე მორჩენა. ამ პროცესებისგან დაზიანებული უჯრედების გაცოცხლებას დრო სჭირდება. ეს ბუნებრივი ეტაპებია, რომლებიც, რეგენერაციის დროს უჯრედებმა უნდა გაიარონ. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში სწორი დანიშნულების ერთი დღეც კი, სიცოცხლის ხანგრძლივობის რეალური მომმატებელია. მკურნალობაში თუ ექიმს-ინსულინრეზისტენტობა, გლუკოზისადმი ტოლერანტობა და კორტიზოლი არ ჰყავს სამიზნეზე, კიდევ სხვა მთავარ პარამეტრებთან ერთად, ის არ მკურნალობს სწორად-ვერც ჭარბ ქოლესტერინს, ვერც შაკიკს, ვერც დიაბეტს; ასევე სიმსუქნეს, გულის დაავადებებს, ჩიყვებს, სახსრებს და ბევრ სისტემას ორგანოების. კორტიზოლზე უამრავჯერ მისაუბრია, დეტალებს კიდევ დავაკონკრეტებ. ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენილ ბავშვს ჩვილობიდან თუ არ აკონტროლებ ისე, რომ კორტიზოლი სამიზნეზე არ გქონდეს, მაშინ მას არასრულფასოვან პედიატრიულ მეთვალყურეობას უტარებ. ეს იქნება ფიზიკური განვითარება თუ გონებრივი. ანუ წონაში ჩამორჩენილ ბავშვზე, წლამდე კორტიზოლის სამი ანალიზი მაინც, თუ არ გაქვს დინამიკაში, მექანიზმებთან მწყრალად ყოფილხარ. კორტიზოლი უნდა იყოს სამიზნეზე —წნევის ,მაღალი წონის, დიაბეტის, ჩიყვის , შაკიკის, გულის, დერმატიტის და ბევრი დაავადების მკურნალობის დროს. ისევე ,როგორც ყველა სასიცოცხლო ფერმენტის, ჰორმონ კორტიზოლის ფორმირება ღვიძლში ხდება.რა თქმა უნდა თირკმელზედა ჯირკვალში ,მაგრამ ბევრი რეაქციები ღვიძლში ხორციელდება. ფსიქიკური სტატუსი მთლიანადაა დამოკიდებული მასზე. დეპრესიის, შფოთის, ნევროზის, ფსიქოზის მკურნალობა ძალიან დაბალი დონისაა ,თუ კორტიზოლის კონტროლზე არ არის აგებული მედიკამენტების კომბინაცია. ამიტომ ჰქვია კორტიზოლს სტრესის ჰორმონი. მისი კონტროლის გარეშე ქოლესტერინის და შესაბამისად, ღვიძლის მკურნალობა ხუმრობის დონეა. ბუნებაში არ არსებობს ფსიქიკური დაძაბვა— შფოთიდან დაწყებული შიზოფრენიის ჩათვლით, სადაც მთავარ როლში- ღვიძლი, კორტიზოლი და ინსულინრეზისტენტობა არ არის. ინსულინრეზისტენტობის დარღვევა ყველაზე მეტად პანკრეასის ლატენტური ანთების გამოა. მაგრამ, სამწუხაროდ,ზოგ მედიცინის მუშაკს, დღესაც პანკრეარტიტი, მარტო სარტყელისებური ტკივილით გამოხატული შეტევა ჰგონია. პანკრეა ს ს ისეთი უნაზე სი ნერვული წნული აქვს, ბავშვი, ცხოველის ტანსაცმელზე მოჭიდებამ რომ შეაშინოს, შესაძლებელია ლატენტური პანკრეატიტი აღენიშნოს. მსოფლიო მედიცინის პოსტულატია და ყველა ჭკვიანი ექიმი ყოველდღე უნდა აფიქსირებდეს პრაქტიკაში-ყველა ყბაყურაგადატანილ ბავშვს ქრონიკული , ლატენტური პანკრეარტიტი აქვს. ლატენტური პანკრეატიტის გარეშე ინსულინრეზისტენტობა არ მოიშლება. ინსულინრეზისტენტობა კოლოსალური ვრცელი თემაა. აქ მხოლოდ, ბე 8 სთან ფიზიოლოგიური კონტაქტის გამო წამოიწია და არ შეიძლებოდა მოკლედ არ მეხსენებინა. მაგალითები უსაზღვროდ ბევრია. ავიღოთ ძალიან ხანდაზმული ქალი, რომელიც ფეხს მოიტეხს. 80 პროცენტი გარდაიცვლება ,თუნდაც ვითომ გამოჯანმრთელების შემდეგ. მითუმეტეს სრულფასოვანი და ბოლომდე დასრულებული მკურნალობების სტილი არ არის ამ ქვეყანაში და არც ხალხს აქვს შესაძლებლობა ,ეკონომიკის გამო მკურნალობა დაისრულონ. მაგრამ, ხომ აგრძელებს სიცოცხლეს ასეთი ქალბატონების 20 პროცენტი? თან მნიშვნელოვანი მკურნალობის გარეშე. იმიტომ, რომ მათ ძლიერად არ ჰქონათ დარღვეული ინსულინრეზისტენტობა და ბე-8-ის ცვლა. კორტიზოლის ,ინსულინრეზისტენტობის და გლუკოზისადმი ტოლერანტობის, რომლებიც ქმედებების მიხედვით, ერთ სხეულად არიან გადაქცეული ორგანოების ფუნქციების მოშლის დროს, მთავარი მომრჯულებელი –ბე 8 ვიტამინია. რათქმა უნდა ,სხვა საშუალებებთან ერთად. თუ ქალი ხარ და ნიკაპის ქვეს ან სადმე ჭარბად ბეწვები გაქვს, უპირველესად ეპილაციაზე კი არ უნდა წახვიდე , არამედ ჭკვიანი ექიმი მოძებნო და კორტიზოლი და ინსულინრეზისტენტობა დაირეგულირო, რომ სიმსივნის შანსი შეამცირო ან მოსპო. კორტიზოლი ნორმაში უნდა იყოს. მისი აწევაც პათოლოგიაა და დაწევაც. მაგალითად ,ის დაკლებულია უხშირეს შემთხვევებში–დაბალი წნევების დროს; კანის პიგმენტაციების დროს, ჰოპოთირეოზის დროს; ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემების დროს და სხვა შემთხვევებში. ხშირად ძალიან ბევრს ვსაუბრობ თირკმელზედა ჯირკვალზე, ჰიპოფიზზე ,მათ ჰორმონებზე ასევე, პანკრეასის ჰორმონებზე და ფერმენტებზე .მაგრამ, რადგან პირველადი ჯანდაცვიდან სააგიტაციო-პროფილაქტიკური რგოლი ვერ მუშაობს ყველგან სათანადო დონეზე და ამ სამ ორგანოზე ,მაინც არა აქვს საჭირო წარმოდგენა არც პაციენტებს ,ხან კიდევ სამწუხაროდ იმასაც, ვისაც ამის აგიტაცია ევალება. გაქრონიკულებული წნევაც კი , კორტიზოლის მთავარი მონაწილეობითაა. . კორტიზოლი მომატებულია უ ხშირეს შემთხვევაში–სიმსუქნის, დეპრესიის, დიაბეტის, ოსტეოპოროზის და სახსრების დაავადებების და სხვა დროს . ის ძალიან დაკლებულია–დაბალი წონის დროს, დაბალი წნევით დაავადებულებში; კუჭ-ნაწლავის პრობლემების და კანის პიგმენტაციის შეცვლით მიმდინარე დაავადებებში და სხვა შემთხვევებში.ამ სამი ორგანოს–ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის და პანკრეასის ჰორმონების და ფერმენტების მართვა არის ძირითადად, თითქმის, ყველა დაავადების მორჩენის მთავარი ხერხემალი. ამ არეალშია კორტიზოლის და ინსულინრეზისტებტობის დარეგულირებაც. კორტიზოლის , ინსულინრეზისტენტობის და ამ სამი სასიცოცხლო ორგანოს გაუმჯობესების საკითხი, ბე 8ი ს გარეშე ვერ გადაწყდება. ბე8 ვიტამინი უხვადაა სისხლძარღვის უჯრედის მემბრანაში. მემბრანა არის ბოლო აკორდი , სისხლძარღვის გახეთქვის დროს, როცა ინსულტის, ანევრიზმის, ინფარქტის, პერფორაციის ბედი წყდება. ასევე მემბრანის მდგრადობა გადამწვეტია–შეშუპებების, ონკოლოგიური და სხვა მავნე აგენტების ორგანიზმსა და უჯრედში შეღწევადობის დროს. ანუ თუ მტკიცეა ბე 8 ით უჯრედის მემბრანა, ის ორგანიზმისკენ ნაკლებად გაატარებს სხვადასხვა მავნე აგენტებს და შხამებს. პირველი ბარიერი კანის უჯრედების მემბრანაა, შემდეგ ღვიძლის უჯრედების მემბრანები ;შემდეგ კი სისხლი და ლიმფა ,თავისი ჯირკვლოვანი შემადგენლობით. ბევრჯერ ამიხსნია ადამიანებისთვის-შეიძლება ყველაფერი დაეცეს-კალციც, რუტინიც, ფილოქინონიც და საერთოდ ყველა, რაც გახეთქვისგან იცავს სისხლძარღვს და უჯრედს, მაგრამ თუ ბე 8 ბოლომდე დაეცა–ინსულტის, ანევრიზმის, ინფარქტის, პერფორაციის , უეცარი სიკვდილის ტრაგიკული ბედი უკვე გადაწყვეტილი ა ამ ადამიანში. ანუ ბ8 უმნიშვნელოვანესია სიხლძარღვის და არტერიის კედლის მდგრადობაში. კორტიზოლი, ინსულინ რეზისტენტობა და გლუკზისადმი ტოლერანტობა, სწორედ არადრეკადი სისხლძარღვის და არტერიის მქონე ადამიანებს აქვთ მოშლილი .ტვინსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ბე 8 ნეიროტრანსმიტერების კოორდინატორია. თუ ის ნორმაშია ,აფრთხილებს ნერვულ იმპულსებს და აწესრიგებს მათ რითმულ გადაცემას. ის როცა დარღვეულია ამიტომ არის, მაგალითად, დეპრესია. ნეიროტრანსმიტერული სიგნალების სწორად განსახორციელებლად , რაც არის ადამიანის ჯანსაღი ფსიქიკის გარანტი ბე8 უჯრედებში სხვა ფორმულით მოგვევლინება. შეაღწევს პლაზმურ მემბრანებში და ნერვული სიგნალების გადაცემას და ორგანოების უჯრედების ნერვულ სისტემას გააკონტროლებს. ყველა დაავადების მიზეზებში ერთი მიზეზი ნერვულ-ჰუმორული მექანიზმის მოშლაა. ნევროზზე ცალკე სახით დამამშვიდებლის დანიშვნა ,რომელი სტილიც სამწუხაროდ ხან კიდევ არის, ეს დახავსებული მიდგომაა და თანამედროვე მედიცინისთვის გაუგებარია. ნევროზის დროს, უპირველესად, ნერვულ უჯრედში ,დაშლილი ცილების აღდგენა უნდა დაიწყოს. ნეიროტრანმიტერების და ნერვული წნულების მექანიზმის განხილვის გარეშე ,ჩამორჩენილობაა ნებისმიერი დაავადების მართვა. რადგან ,ეს ერთ-ერთი მიზეზია ნებისმიერი დაავადების. ნერვული წნული, ხომ ყველა ორგანოსა დ ა უჯრედში გადის. ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებისა და ასევე პანკრეასის ჰორმონ– ინსულინის სწორი მექტაბოლიზმი მთლიანად განსაზღვრავს ადამიანების ბედნიერებას და ნორმალურ ცხოვრებას. რადგან მათზე ა პირდაპირ დამოკიდებული ათასობით დაავადება .უპირველესად კი-სიმსუქნე, დიაბეტი, ფსიქიკური დაავადებები, ფილტვის და ყველა ორგანოს დაავადება;გულის დაავადებები და სხვა. კუჭის შეკრულობა თუ ადამიანს აწუხებს ან აშლილობა და საერთოდ უწესროგო კუჭნაწლავი ან წყლული ან ჰემოროი ანუ ბუასილი ეს ყველაფერი-ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებისგან და პანკრეასის ანუ ინსულინის პრობლემიდან მოდის .სირცხვილის დონეა უკვე ლოკალური მკურნალობა ამ დროს და სათავო მიზეზებზე არ აქცენტირება. რინიტი, სინუსიტი, ბრონქიტები, ცისტები, კისტები, ფიბროზები, მასტოპატიები, კენჭები, ფილტვის პრობლემები, შაკიკი, კოლიტი, ჰემოროი, ღვიძლის დაავადებები და ბევრი სხვა–ამათ ყველას თავისი ინდივიდუალური მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარი მიზეზი–ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვალის და პანკრეასის ჰორმონებია. კერძოდ, კი მიზეზი ყველაზე ხშირად, კისტური ფიბროზია. დაეს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებიდან , ჰიპოფიზიდან და პანკრეასის ინსულინის პრობლემიდან მოდის . ინსულინის და ყველა ამ ორგანოთა ჰორმონების გამართული ფუნქციონირებისთვის უკიდურესად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ბე-8ის ნორმულ ცვლას. ბე 8 -ას უდიდესი როლი აქვს მეტაბოლიზმის კალაპოტში ჩასაყენებლად. მას თუ არ სურს , ლიპიდური ცვლა მუდამ მოშლილი და ადამიანი მსუქანი იქნება. ღვიძლის ცხიმისა და ჭარბი ქოლესტერინის მეტაბოლიზმი მისი გაუმჯობესების გარეშე არც კი დაიძვრება სასიკეთო ნიშნულისკენ. ნერვული სისტემა მის გარეშე არასოდეს დაწესრიგდება ბოლომდე. თემიდას სასწორივით უჭირავს ბე 8- ს სეროტონინის ცვლა. თუ ბე 8 ნორმაშია მისი მთელი ცვლით, სეროტონინი არ მოიმატებს და ადამიანი არ აშფოთდება , არ აეგზნება , არ აპანიკდება. არც დავარდება სეროტონინი, რომლის დაცემა ერთი მიზეზია დეპრესიის. აგზნებასა და დეპრესიას შორის ბე-8ის საშუალებით ხდება დაბალანსება და ტვინის წონასწორობის შენარჩუნება .ბე 8 ეხმარება სეროტონინის ზომიერ გამოყოფას. მოჭარბებული სეროტონინი პანიკურ შეტევებამდე მიდის. ხოლო მისი ნაკლებობა დეპრესიას აღრმავებს. ბე 8 პასუხს აგებს ,როგორც სეროტონინის, ისე სხვა ნეიროტრანსმიტერების და ამინომჟავების ადექვატურ მოქმედებაზე. იცის რამდენი უნდა გამოყოს სეროტონინი, რომ ფსიქიკა მშვიდი იყოს და არც დეპრესია შემოეძალოს ადამიანს. აქედან გამომდინარე – აბალანსებს–მეხსიერებას, კონცენტრაციი ს უნარს, დასწავლის აჩქარებას. ასევე ამაღლებს განწყობას და მოტივაციას; ახერხებს სტრესების აცილებას;, ძილის სტაბილურობას, ღვიძლის გაჯანსაღებას იწყებს და მეტაბოლური ცვლასა და ქოლესტერინის დარეგულირებაზე მუდმივად მუშაობს. ამერიკული ფარმაცია,როცა ბე 8ის ძალიან მოკლე ანოტაციაა ,მაშინ ხაზს უსვამს მის უდიდეს უნარს მემბრანების მდგრადობის შენარჩუნებაში. ამით სასიცოცხლო , მთავარი ფუნქციაა წამოწეული. არ გასკდება მემბრანა, რომელიც უჯრედს გარს აკრავს ანუ არ გასკდება სისხლძარღვი. ანუ დაცული ხარ-პერფორაციისგან, ანევრიზმისგან, ინსულტისგან ,ინფარქტისგან, უეცარი სიკვდილისგან. რა თქმა უნდა, ამ ვითარების სტაბილიზაციაში სხვა ფაქტორები და ნივთიერებებიც მონაწილობენ ასევე, მაგრამ, მათ შორის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული–ბე 8აა. თანამედროვე ,მაღალი რანგის ექიმი ბე8-ას ვერცერთ შემთხვევაში ვერ აუვლის გვერდს, მკურნალობის მიმდინარეობის დროს—როცა კიბოა; როცა ძილის მოწესრიგების პრობლემაა; როცა ქოლესტერინის სიჭარბეა და თავისთავად ,ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დიდი პრობლემაა; როცა თავბრუხვევა ან შაკიკი ან ტინიტუსია; როცა ლითიუმთან დაკავშირებული ფსორიაზია ან საერთოდ ფსორიაზია ან ეგზემაა ან გულის დაავადებაა, განსაკუთრებით მძიმე ფორმა და განსაკუთრებით სტენტირების შემდეგ. გულის ოპერაციების შემდეგ სიკვდილის ფაქტორში დიდი როლი ჰქონდა ბე 8ის ნაკლოვანებასაც და მისი ცვლის მოშლასაც .უმწეობა და თერაპიულად , გონებრივი დიაპაზონის სიმწირეა–შფოთის, დეპრესიის.ფსიქოზების, სეროტონიონის სინდრომის მკურნალობებში ბე8 ის ცვლის დაუბალანსებლობა. ამ დროს ცვლის დაბალანსებაზეა აქცენტი. რადგან შევსება საკმარისი ვერ არის. ბე 8ის უნივერსალურობა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია არა მარტო მემბრანის მდგრადობის დაცვა და სისხლძარღვების და არტერიების გადრეკადება; ასევე ამ დრეკადობის მთავარი გარანტის სიმყარეზე–ინსულინრეზისტენტობაზე დადებითი ზემოქმედების მოხდენა. ასევე მისი ოქროს თვისებაა უჯრედშიდა სითხეში ბევრი კომპონენტის შეკავება და დაკარგვის პროფილაქტიკა . კერძოდ, შიგა ექსიკოზების ანუ გამოშრობის და სხვა ფიზიოლოგიურად გადახრილი მდგომარეობების დროს .შიგა ექსიკოზების დროს მინერალების და ვიტამინების დაკარგვა, საბოლოოდ წყვეტს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, ყველა მძიმე მდგომარეობის დროს. საერთოდ, ვიტილიგოს, ფსორიაზის, შაკიკის, ეგზემის ,არითმიის, ტინიტუსის, სეროტონინის სინდრომის, ფსიქოზების, ელენთაამოკვეთილების, ცეჰეპატიტგადატანილების , ქოლესტერინის სიჭარბის და ზოგ ი სხვა დაავადების მორჩენა ,იმის მიხედვით გახანგრძლივდება, რა სწორადაც არ უნდა მართოს ექიმმა დარღვეული ფიზიოლოგიური რეაქციების ურთულესი ჯაჭვი, რამდენადაც მოშლილია ბე-8-ის ცვლა და შესაბამისად, რამდენად დარღვეულია ინსულინრეზისტენტობა და გლუკოზის ტოლერანტობა. ზოგადად, უცებ არ მოხდება ამ დაავადებების მორჩენა. ბუნებას თავისი რითმი და ხასიათი აქვს . ბუნების წინააღმდეგ ვერ წახვალ. მაგრამ, სწორი მკურნალობის თითოეული დღე ,სიცოცხლის გახანგრძლივების ურყევი გარანტია. ბე 8 ის ცვლის არევის დროს–პანკრეასი ჭკუაზე ვეღარ არის და გრძელდება თავბრუხვევა ან დიაბეტი ს დროს შაქარი მუდამ მაღალია; ტინიტუსი მატულობს, ბავშვებს აუტიზმი გამოეკვეთებათ; ტინიტუსი წლები გრძელდება და მის გამო, სისხლძარღვები ყველანაირად დეგრადირდება და მზადდება ინსულტისთვის; სიმსუქნე სპარტანულ დიეტაზეც არ იკლებს ,რადგან ბე 8 ის ცვლის მოშლა მადის მარეგულირებელ ჰორმონ- ლეპტინს ამსუნაგებს, აავებს და ამძვინვარებს . ადამიანი ღორმუცელა ხდება ან ცოტას ჭამს და მაინც სუქდება .ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ბე 8 ის ცვლის მოშლის დროს ჟანგვითი რაქციები ხარვეზებით მიდის. ეს კი სიცოცხლის ხარისხისთვის გადამწყვეტია. მაგალითად, ჟანგვითი რეაქციების დროს ჟანგვის არასწორი მაღალი ხარისხია აუტიზმის გართულებაში მთავარი მიზეზი. ბე8 ანუ კარბოციკლური შაქარი თავისი უმწიფრობის დროს დაღს ასვამს ასევე–ყაბზობის გაძლიერებას, კანის ყველა დაავადებას, სიმაღლეში ზრდის შეჩერებას ბავშვებში . ეს და სხვა ყველაფერი იმიტომ, რომ ის უდიდეს გავლენას ახდენს ჰორმონების წარმოებაზე და გენების გამოკვეთაზე. მაგალითად პანიკური აშლა, სეროპტონინის სინდრომი, დეპრესია რატომ ვერ მორჩება მისი ცვლის რეგულირების გარეშე? აი ამიტომ—ბე 8 ფუნქციურად ერევა ნეიროტრანსმიტერების ფიზიოლოგიაში. ნებისმიერი ნევროლოგიური დაავადება კი ნეიროტრანსმიტერების-ხატოვნად რომ ვთქვთ–ანთებაა. სეროტონინი უმნიშვნელოვანესი ნეიროტრანსმიტერია. ბე 8 გადასცემს უჯრედულ სიგნალებს, სხვა ნეიროტრანსმიტერებს,იმ შემთხვევაში, როცა ის ადამიანის ორგანიზმში სხვა სტერეოიზომერებთან ერთად მიოფორმაში სრულყოფილად არის. ანუ მისი ცვლაა თუ არაა ნორმაში, ყველა თანარსებულ კომპონენტთან ბალანსში ან მისი ცვლა სანახევროდ მაინც თუ არ დარეგულირდა, ადამიანი ვერც აზარტულ თამაშებს შეეშვება, ვერც ნარკოტიკს და ვერც ალკოჰოლს. ყველა მცოდნე და ძლიერმა ექიმმა იცის, რომ ყველა დაავადების, მათ შორის კიბოს მორჩენის გასაღები ღვიძლში დევს. მაგრამ, ამ გასაღებთან იმ კატეგორიას ხელი არ მიუწვდება, ვინც ფიქრობს , რომ ღვიძლის შეფასება მარტო ტრანსფერაზებით ხდება ანუ რამდენიმე ფერმენტით, რაც ჩვენთან კეთდება. როცა ევროსტანდარტით ღვიძლს 500ზე მეტი ფუნქცია აქვს. ის მარაზმიც უნდა ამოვიგდოთ ფსიქიკიდან, როცა მუცლის შებერილობის დროს ნაწლავების მკურნალობას დაიწყებენ. თანამედროვ ეევროსტანდარტით შებერილობა ერთი მკვეთრი ნიშანია ღვიძლის ფუნქციის ძლიერი მოშლის. ფსიქიკის ბალანსი არა მარტო სეროტონინის სინდრომის დროს, არამედ თუნდაც შიზოფრენიის და ბიპოლარული აშლილობის დროს სეროტონინის ფიზიოლოგიური დეტალებით აიწონება, ჭკვიანი ექიმის მიერ შედეგის მისაღწევად. რა ჭკუაზე დადგება სეროტონინი ამას ბე 8 ს ცვლის სიჯანსაღე განსაზღვრავს. დიაბეტი, ქოლესტერინის სიჭარბე, საკვერცხეების პოლიკისტოზი— მისი ჰორმონული მოშლით და საშვილოსნოს დაავადებებით; ასევე ვენების ,არტერიების , სისხლძარღვების პრობლემები არასოდეს გაუმჯობესდება, თუ ბე 8ის ცვლას არ დაარეგულირებ. ამას დრო სჭირდება .ეფექტი მკურნალობაში უცებ არ იქნება. მაგრამ სიცოცხლის გახანგრძლივების ეფექტი იქნება. ეს ადამიანის გადაწყობაა მომავალ სასიცოცხლო რელსებზე. ვერ წარმომიდგენია რომელიმე დაავადების მკურნალობა, რომ ბე 8ის ცვლის აღდგენაზე არ მქონდეს ერთი სტრატეგია აწყობილი. შევსება პრობლემა არ არის. რთულია მისი ცვლის დარეგულირება. რადგან შეიძლება მარტო შევსებაზე თუ აქცენტირდით ,მისი ცვლის მოშლის დროს ,პირიქით მატებას ჰქონდეს ადგილი. უმწიფარი ჩვილი ბავშვები ბე 8 ის ცვლის დარღვევის გამო ზრდა- განვითარებაში ჩამორჩებიან. გონებრივი სიმწირეა წნევის მკურნალობაში მხოლოდ დამარეგულირებელზე დაყრდნობა. მითუმეტეს, წნევის იმ ტიპების ,რომელთა დროს მცირე წრეში სისხლის მიმოქცევის- დარღვევა —შეგუბება არ არის ანუ ქვედა წნევა მაღალი არ არის სტაბილურად და დამარეგულირებლით ადამიანი ემზადება– მომავალი თრომბოემბოლიური სიკვდილისთვის კოლაფსის ფონზე. წნევების 90 პროცენტის მკურნალობის მთავარი ხერხემალია ბე 8ის ცვლის დარეგულირება. აუტიზმის, მეტყველების დეფექტის, ფსიქიკური პრობლემების, დაუნის, სრულფასოვანი ბავშვის განვითარების და საერთოდ ბავშვის ნორმალური ფსიქო-მოტორიკის ჩამოყალიბებისთვის სასიცოცხლოა ბე8 ის ნორმული ცვლა. ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებში ბე 8 ის სწორი ცვლის გარეშე არ მოხდება. რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, შეჩერდება კარნოზინის სწორი ცვლა და ბავშვებს ექნებათ მუდმივი პრობლემები. თუ ბე-8-ის ცვლა არ დარეგულირდება და შესაბამისად ინსულინრეზისტენტობა ,არცერთი ორგანო გამართულად ვერ იმუშავებს და არცერთი დაავადება ბოლომდე არ მორჩება. თუ მძლავრადაა დარღვეული ინსულინრეზისტენტობა ის ანალიზში არ გამოჩნდება და ნორმა ჰგონიათ .საშუალო დარღვების დონე უფრო იკვეთება ანალიზურად. იმიტომ ვერ არჩენენ ფსორიაზს, ეგზემას , ვიტილიგოს და ასეთ დაავადებებს,. ასეთი დაავადებების მორჩენის დროს, ერთი აუცილებელი რგოლი არის პაბას ანუ ბე 10ის ცვლის აღდგენა, რომელიც ყველა, გამონაყრით მიმდინარე დაავადების დროის დარღვეულია. პაბა ამ დაავადებების მთავარი საბაზისო პრობლემაა. პაბას ცვლის აღდგენაში კი, მთავარი სტიმული-ნორმული ცვლაა ბე8-ის. საერთოდ , ნებისმიერი დაავადება იმიტომ გამოვლინდება, რომ ბევრი კომპონენტი რაც მონაწილეობს კრებსის ციკლში ანუ ცოცხალი ადამიანის სასიცოცხლო ფიზოლოგიურ ციკლში–მკვეთრად შემცირდება. ესაა დაავადება. ხოლო კიბოს დროს კი ,ბევრი კომპონენტი ბოლომდე ეცემა და გამოფიტულ უჯრედში მავნე აგენტები ფიზიოლოგიური რეაქციების დეგრადირებას იწყებენ. დაავადებებს შორის ყველაზე მეტი კომპონენტი სრულად ეცემა და მცირდება—შაკიკის, ტინიტუსის, ფსორიაზიას, ეგზემის, ვიტილიგოს და კიდევ რამდენიმე რთული დაავადების დროს. ბუნებრივია ,კიბოს დროს უკიდურესი დეფიციტები და ვარდნებია. ბე8-ის ცვლის მოშლა და დაცემაც ყველა მძიმე პროცესის მაუწყებელია. ბე8—ცილების და ამინომჟავების , ასევე ფერმენტების და ჰორმონების შექმნის ყველა რეაქციაში მონაწილეობს. კიბოს დროს მისი ცვლა განადგურებულია და იმდენს იცოცხლებს კიბოთი დაავადებული, რა წარმატებითაც შეეცდები და აღადგენ მის ცვლას. ანუ ის სიცოცხლის შექმნაში აქტიურად მონაწილეობს. კიბოს რადიკალები, მისი მონაწილეობის გარეშე ვერ გამოძევდება. მისი ცვლის მცირედ გამოსწორების გარეშე მაინც, კიბოთი დაავადებული ვერ იცოცხლებს. მაგრამ, ვიმეორებ შევსება არ არის სრულფასოვნება. მთავარია მისი ცვლის აღდგენა ყველა აუცილებელი კომპონენტით. დღევანდელ დაბინძურებულ და მძიმე მეტალებით მოწამლულ ადამიანებში თირკმელზედა ჯირკვალი განწირულ მდგომარეობაშია ,რამაც გამოიწვია კორტიზოლის ავანტიურისტული ზეწოლა ადამიანებზე. სწორედ ამან გამოიწვია ინსულინრეზისტენტობის მოშლა და მეტაბოლიზმის ასეთი ნგრევები ყველა ასაკში დაბადებიდან. ამ პროცესებში ყოველთვის, ბე-8ის ცვლას , განსაკუთრებით უჭირს. სათავო მიზეზების ძიებით არ გამოირჩევა, ამ ეტაპის ჩვენი მედიცინა ხშირად. ამიტომ არის ჩვენს პირობებში, მეტაბოლიზმი—- სიკვდილობაში ყოველთვის საწყისი მიზეზი–თირკმელზედა ჯირკვლების ჰორმონების, ჰიპოფიზის და პანკრეასის ჰორმონების ზიანის ფონზე. დეპრესია, შფოთი, პანიკები, სეროტონინის სინდრომი, ტინიტუსი, თავბრუხვევა, შაკიკი, გულის დაავადებები და განსაკუთრებით-კუწ-ნაწლავის დაავადებები;, ინსულტები, ღვიძლის ყველა დაავადება,მაღალი წონა, დიაბეტი, წნევა, ქოლესტერინის სიჭარბე , ბავშვების განვითარებაში შეფერხება, ჰიპოფიზის ადენომა, ქალური დაავადებები და კიდევ ბევრი რამ— ბუნებრივია, კორტიზოლის და ინსულინრეზისტენტობის მუხანათობის გარეშე ვერ იქნება. კორტიზოლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლაგამი–ბე8 ვიტამინია. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს კომპლექსური მიდგომა უნდა და ერთი ნივთიერება ვერასდროს ვერ წყვეტს ვერაფერს. მაგრამ ,კორტიზოლის და ინსულინრეზისტენტობის ჭკუაზე მოყვანა ბე 8 ის ცვლის დარეგულირებით იწყება. გაავებულ რძემჟავას და ტრიფტოფანს ,ბე8 არ აძლევს შესაძლებლობას, რომ შაკიკის შეტევის დროს სიხლძარღვი გახეთქოს. ადამიანში შაკიკის შეტევის გახანგრძლივება პირდაპირ დამოკიდებულია —პანკრეასის კისტური ფიბროზის ხარისხზე და მისგან მოშლილ კუჭ-ნაწლავის ფერმენტების მდგომარეობაზე;, ინსულინრეზისტენტობაზე და ბე-8ის ცვლის მოშლის ხარისხზე. დეპრესიის დროს თუ ბე 8 დაცემულია ,თრეონინსაც და ორნითინსაც დასცემს და ღვიძლს გადააგვარებს. ანტიდეპრესანტები ღვიძლს, განსაკუთრებით ,ბე8 ის მოშლის არეში აზიანებენ. თინეიჯერების აკნე დიდი სიგნალია, რომ ამ ადამიანის შემდგომი ცხოვრება მეტაბოლიზმის მოშლა და ინსულინრეზისტენტობის დარღვევა ექნება. რადგან, აკნე არის–ნაღვლის დამუხრუჭების, ღვიძლის ფერმენტული უკმარისობის გამოჩენის, პანკრეასის პოლიკისტოზის დაწყების მაუწყებელი. ამ დროს, .უკვე ბე 8ის ცვლის მოწესრიგებაა საჭირო და არა მარტო შევსება. აკნეს დროს თინეიჯერი რომ შებერილია ,ხან, ამას რა თქმა უნდა ლოკალურად კუჭ-ნაწლავს აბრალიან და გაზების მექანიკურად გამომძევებელ წამალს ასმევენ. მაგრამ, ნებისმიერი შებერილობის გახანგრძლივება ღვიძლის გარკვეული ფუნქციების დარღვევა და ამ ორგანოს დაზიანებაა. ვიმეორებ, ჩვენში ამ ფუნქციებს 4 ფუნქცია განსაზღვრავს. ევროსტანდარტით კი ღვიძლს 500მდე ფუნქცია აქვს და ყველა უნდა გავშიფროთ. ასთმის შეტევა არასოდეს იქნება , პანკრეასის ჰორმონების ცვლის მოშლის, პანკრეასის კისტური ფიბროზის და ინსულინრეზისტენტობის დაღვევის გარეშე არც ერთ ასაკში. ამ დროს ბე 8 ის რეგულირება გადამწყვეტია. ხელოვნური ანტიდეპრესანტები იწვევენ ბე 8ის ორგანული მიოფორმის დეგრადირებას და ამის გამო ღვიძლის დაკნინებას. ბე 8 დიდ მონაწილეობას იღებს ფოსფოლიპიდების შექმნაში, რომლებიც სიცოცხლის საფუძვლად ითვლება. ბოლო წვეთი ფოსფოლიპიდის დაცემა ნიშნავს ადამიანის მომენტალურ სიკვდილს. ფოსფოლიპიდი სრულად არ წარმოიქმნება, თუ ამ ვიტამინის ცვლა მოშლილია. თუ ბე 8ის ცვლა ნორმაშია–არტერიები, სისხლძარღვები წკრიალებენ. აღარ არის ქოლესტერინის შლაკებით მათი შიგა კედლების ჩახერგვის შანსი. შესაბამისად, არ გაქვს არც თაბრუხვევა, ტინიტუსი შაკიკი, გულის და ტვინის დაავადებები. შლაკით დაფარული არტერია არის, ყველა შეწუხების და დისკომფორტის მიზეზი. ეს არის უმოკლესი გზა სიკვდილამდე. დეპრესიის დადგენილი მიზეზი თანამედროვე მედიცინაში რამდენიმეა. მათ შორის წამყვანია–ვენის და არტერიის თრომბოზი, რაც ყველაზე მეტად ბე 8 ის ცვლის მოშლის გამოა .დარღვეული ბე 8 ის ცვლა ნიშნავს ვენების დაავადებას, ვარიკოზებს და თრომბოემბოლიის მეტ შანსს. რისი მიზეზი ამინომჟავების დისბალანისადან იწყება, რომელთაგან ზოგი პირდაპირ პასუხისმგებელია სისხლის შედედების ფაქტორებზე, მაგრამ ,ვენების და თრომბირების უშუალო მრბრძანებელი, სისხლძარღვის დონეზე ბე 8 ის სწორი ცვლაა. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი არასწორი, არამიზანმიმართული მკურნალობა არსებობს ჩვენს სინამდვილეში, სადაც თრომბული ფაქტორების გამოსწორება კი არ ხდება , არამედ სისხლის ფორმულის მიზანმიმართული დაშლა, უკონტროლოდ, ქრონიკულად დანიშნული გამათხიერებლით. მითუმეტეს, სიხლძარღვის კედლის და მემბრანის დაცვის საშუალებების გარეშე. კონკრეტული ამინომჟავები პასუხისმგებელია არიან სისხლის ნორმულ შედედებაზე და თრომბის არწარმოქმნაზე. თრომბული ფაქტორების მკურნალობა და პროფილაქტიკა ამინომჟავების დაბალანსებაშია და არა, სისხლის მუდმივ გათხიერებაში. ამ პროცესებს თავგანწირული ეხმარება ბე-8 და თრომბული ფაქტორების მუდმივ პროფილაქტიკას აკეთებს, ოღონდ მაშინ თუ მისი ცვლა ნორმის ფარგლებშია. კაცი ლიბიდოს, სექსუალურ პოტენციას და მამაკაცობას 80 წლის ასაკშიც არ დაკარგავს, თუ ინსულინრეზისტენტობა და ბე8-ის ცვლა ნორმაში აქვს. ამიტომ არის უშვილობაში ბე8-ის ცვლის მოშლა მთავარი მიზეზი. ვიაგრა კი არ არის ბე8, მაგრამ ის ერთ მთავარ როლშია მამაკაცობის შენანარჩუმებაში .ბე8– ინსულინრეზისტენტობის, კორტიზოლის , ასევე სხვა ჰორმონების მართვის მორგებული საფუძველია. პოლიპები, კისტები, ციტები, მასტოპათიები, კენჭი, თრომბი, გლიოზები , მიომები, ადენომები და სხვა არსოდეს გაჩნდებოდა, თირკმლეზედა ჯირკვლის , პანკრეასის და ჰიპოფიზის ჰორმონები სწორად რომ იმართოს და დაავადებების მკურნალობა ჩივილების მიჩქმალვაზე არ იყოს ხშირად ორიენტირებული. არამედ ამ ჰორმონების მართვაზე, რეზისტენტობის კონტროლზე უნდა იყოს მკურნალობა აქცენტირებული .სადაც ბე-8ის კონტროლი უპირველესია. ნებისმიერი დაავადების მკურნალობის დროს ბევრ ჰორმონს და ფერმენტს უნდა გადაეხედოს, მაგრამ უპირველესი-ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის და პანკრეასის ჰორმონებია . სწორედ ამ სამი ორგანოს ჰორმონების ცვლის დარღვევა აზიანებს ბე 8 ის ცვლას . პანკრეასის კისტური ფიბროზის გარეშე არაფერი შეგიმკვრივდებათ–არც ცისტა, არც კისტა, არც პოლიპი და არც სხვა .არც გამონადენი გაგიგრძელდებათ გაციების და ბრონქიტ-ფილტვების ანთების შემდეგ ; არც ფქოდი—ფილტვების ქრონილული ობსტრუქციეული დაავადება ჩამოგიყალიბდებათ; არც ასთმა იქნება, არც ნახველი შგაწუხებთ, არც სინუსიტ-რინიტ- ნიჟარები ცხვირის. დროა გადავხედოთ მკურნალობებს . რა თქმა უნდა ყველაზე არ ვამბობ. ევროპას რომ შეშურდება , ბევრი ისეთი ექიმი გვყავს საამაყო.მაგალითად, სინუსიტი და რინიტის მიზეზი თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები და პანკრეასის ჰორმონების მოშლის გამო მისი კისტური ფიბროზია ,თუ ტექნიკური პრობლემა გამორიცხულია .მის შედეგად განვითარებული მჟავა ტუტოვანი წონასწორობის მოშლა, მოცემულ მომენტში ცხვირს ჭედავს. უხერხული არ არის ნიჟარების ან რინიტის ან სინუსიტის მკურნალობის ყველა კურსი, დაუსრულებლად, მარტო ამდენი ერთი მექანიზმის სახელშეცვლილი—ცხვირის ინჰალატორით. ცხვრი, ბოსტნის კარტოფილი ხომ არ არის, რომ მუდმივად შეწამლო ინჰალატორებით. საჭიროა მთავარი მექანიზმების გააზრება, რაც ჭედავს ცხვირს .ლოკალურად რომ ვებრძვით უჯრედებს ,ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, საიდან მოდის პრობლემა იმაზეც ვიფიქროთ. თირკმელზედა ჯირკვლების და პანკრეასის ჰორმონების შედეგად მიღებულ ზიანში ბევრი დაავადება გამოიკვეთება და ქრონიკულდება. მათ დარეგულირებაში ბე 8ის ცვლის აღდგენა ერთი მთავარი მნიშვნელოვანი და შედეგიანი საქმეა. თირკმელზედა ჯირკვალს მის ჰორმონებს; პანკრეასს და მის ჰორმონებს ასევე ჰოპოფიზს და მის ჰორმონებს ,ჰაერივით სჭირდებათ ბე 8 ის ცვლის ნორმაში ყოფნა. მედიცინაში ბევრჯერ აღწერილა და მომხდარა ზედმეტად მსუქანი წლამდე ბავშვის და ასევე მსუქანი ზედა კლასის მოსწავლის უეცარი გარდაცვალების ფაქტები. მშობლები როცა ამ ამბებს აღწერენ ,ამბობენ რომ მათ შვილებს არაფერი არ აწუხებდათ. საერთოდ ყველაზე დიდ პრობლემებს ტკივილი არ აქვთ. ამ შემთხვევში მოშლილი იყო, ამ სამი ორგანოს ჰორმონული ცვლა, ინსულინრეზისტენტობა და კორტიზოლი და სხვა ჰორმონები. რა თქმა უნდა ბე8ის ცვლის მოშლის ხარჯზე. ბე-8ის ცვლის მოშლა ნიშნავს სისხლძარღვის უჯრედის მემბრანის გაფაშრებას და სისხლძარღვიც მზადაა გასკდომისთვის. მარტივად რომ ვთქვათ ,ინსულტი ხომ ერთი პაწაწინა კაპილარის გახეთქვაა თავის ქალაში.
მომატებული ჰომოცისტეინი ნიშნავს ინფარქტის წინა პერიოდს, რომლის დარეგიულირებაში ბე 8 ის ცვლის გამოსწორება ერთი მთავარია. თუ დაუნის სინდრომის ბავშვს მაღალი დონის პედიატრი ჰყავს და დინამიკაში სწორად უკონტროლებს ბევრ რამეს , მათ შორის ჰომოცისტეინის და ბე8-ს ცვლებს ,ეს ბავშვი მაღალი ინტელექტით გაიზრდება. მომატებულ ჰომოცისტეინს რამდენიმე რამის გაკონტროლებით დაიჭერ და არ გაუშვებ მაღლა. მათ შორის ბე 8ის კონტროლია.არცერთი ინფარქტი არ არსებობს ჰომოცისტეინის მომატების გარეშე. არც ერთ შემთხვევაში არ მოკლავს ფილტვების ანთება ადამიანს, არც კოვიდის დროს, თუ მჟავა -ტუტოვანი მექანიზმი სწორად მიმდინარეობს, ეს მექანიზმი უამრავჯერ ავხსენი. ა მის დარეგულირებაში ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს ვიტამინიცაა. ჩ იყვს და მასთან ასოცირებულ დაავადებებს, რომლებშიც თირკმელზედა ჯირკვლის, ჰიპოფიზის და პანკრეასის პრობლემები წამყვანია, ასევე მაგალითად, საკვერცხეების პოლიკისტოზებს, ვერასოდეს ვერ მოირჩენთ ინსულინრეზისტენტობის და ბე-8ის რეგულირების გარეშე. თმის და კანის პრობლემები სულ იქნება ,რადგან ამაში თირკმელზედა ჯირკვლის, პანკრეასის და ჰიპოფიზის ჰორმონები წამყვანია. ისინი კი ბე 8ის გარეშე ჩამორჩებიან სწორ ქმედებებში. ცვლა უნდა დარეგულირდეს და ამას მექანიზმები ს ცოდნა უნდა. ნაკლებობას კვებით მცირედ მიეხმარებით. არეული ინსულინრეზისტენტობა მოუხელთებელი და ვერაგია, თუ ბე 8 ის ცვლა არ დარეგულირდა. საკვებით დახმარება მაინც გარკვეული მნიშვნელობისაა. რა საკვებშია მეტი—ნიგოზი,ლიმას ლობიო, ლურჯი ლობიო, ციტრუსები ლიმონის გარდა ;გ რეიფრუტი განსაკუთრებით; კანტოლა, ფორთოხალი, , წითელი ბრინჯი,სეზამის ზეთი;სოიო, პარკოსნები; თხილეული, ხიზილალა,ხორცი ჯანსაღი საქონლის და ღორის. მე წითელ ბრიჯზე სტატუსი მედო სამედიცინო. სადაც აღვნიშნული მქონდა –ბე 8-ს დიდი მონაწილეობით წითელი ბრინჯი ხარშვისას გამოყოფს კეთილშობილ სოკოს, რომელსაც კიბოს დროს ვიყენებთ. ანუ წითელი ბრინჯის კერძებს ვიყენებთ. ყავა, სიგარეტი , ალკოჰოლი და ნარკოტიკი , ხელს უწყობს , რომ ბე 8 ვერ შეიწოვო საკვებიდან და სულ მისი არა მარტო ცვლის მოშლა , დეფიციტიც გქონდეს. ამინომჟავები ს სრული რაოდენობა და განსაკუთრებით, მათი ურთიერთბალანსი დაცული თუ არ იქნება, ეს ნივთიერება არასოდეს არ გამოადგება ადამიანს ჯანსაღი სიცოცხლისთვის. ანუ სრული რაოდენობაც რომ გქონდეთ რაც არარეალურია ამ დროში, თუ ამინომჟავების ურთიერთბალანსი დარღვეულია, ბე8 სიცოცხლისთვის ვერ იმუშავებს. ადამიანის ინდივიდუალური მონაცემების ფონზე მისი ამინომჟავების სპექტრის გაანალიზება სრულ წარმოდგენას იძლევა ამ ადამიანის სასიცოცხლო შანსებზე, მისი დაავადების მიზეზებზე და გიჩვენებს გზას ამ ადამიანის სიცოცხლის რეალური გახანგრძლივების. ძალიან რთულია ექიმისგან ამ ანალიზის გააანალიზება, მაგრამ შედეგიანია პაციენტის სიცოცხლისათვის. ყოველ ნაბიჯზე ორგანოების დარღვეული ფუნქციების დადასტურებისას , ბე 8 ის ცვლის გამოსწორების სასიცოცხლო აუცილებლობა იკვეთება. სასიცოცხლო დეტალები კიდევ კოლოსალურად ბევრია, მაგრამ უფრო ვრცელი ტექსტი არ იდება. ეს არის თანამედროვე მსოფლიო მედიცინის მთავარი პრინციპები და რეალობა. დიდი ხანია ამათ მასიურად დასამკვიდრებლად ვიბრძვი, მაგრამ როგორც ვატყობ, ზოგ რგოლში დააგვიანდება. ჩემი ერთი სტარტეგია დაავადებების მკურნალობის დროს ეს არის .რთულია და ძალიან დამღლელია ამის პრაქტიკულად განხორციელება, მაგრამ მირჩევნია ბევრი ვიწვალო და მართალი ვიყო ჩემი პროფესიონალიზმის და ღმერთის წინაშე.
მარინა ტოტოჩავა