რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საგანგებო მიმართვა გაავრცელა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის ოჯახმა.
როგორც სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, ოჯახის ერთადერთი მიზანი, ექსპრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაა.
“მე როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა და მთელი ოჯახი, პირველ რიგში, მიშას სიკვდილს არ დავუშვებთ. ეს ცალსახაა. მე მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, დედებს, მამებს, ძმებს, შვილებს, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე – გთხოვთ, დაგვეხმაროთ მიშას სიცოცხლის გადარჩენაში. მე მინდა ასევე მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ძალიან აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ არ განმეორდეს საქართველოში ის ტრაგედია, რისი გამოცდილებაც ჩვენ დიდი ხნის წინ უკვე მივიღეთ. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ ჩვენს ირგვლივ”, განაცხადა ექსპრეზიდენტის ძმამ, დავით სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილს ააკაშვილი გასული წლის ოქტომბერში დააკავეს.