COVID-19-ით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. 29 აპრილს ჩატარდა 24 593 ტესტი და დადასტურდა 148 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 280 ადამიანი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 0.6%, ბოლო 14 დღის – 1.04%, ხოლო ბოლო 7 დღის – 0.94%.
ინფიცირების 148 ახალი შემთხვევიდან თბილისში 72 გამოვლინდა, აჭარაში – 5, იმერეთში – 27, ქვემო ქართლში – 8, შიდა ქართლში – 4, გურიაში – 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 7, კახეთში – 11, მცხეთა-მთიანეთში – 3, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 1 312, საიდანაც 296 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 1 016 – ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 71 პირი იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 654 945 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 636 800 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 807.