დღეს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გაიმართება – სხდომას მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება. 7 ნოემრბის საქმეზე სხდომას მიხეილ სააკაშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება. მას გადაადგილება უჭირს.

დაცვის მხარე, ირწმუნება, რომ ყველა საქმე, სადაც სახელმწიფო ბრალდება, მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულებას ცდილობს, დაცლილია სამართლებრივი მდგენელისგან და მხოლოდ პოლიტიკური დევნის მტკიცებულებაა.

“ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არის. ყველაფერს კიდევ უფრო სასაცილოს ხდის ის გარემოება, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად დევნის ხელისუფლება, რომელმაც მოაწყო 20 ივნისი და ხელისუფლება, რომელმაც შემდეგ თავისი კანონის საფუძველზე გაათავისუფლა თვალების დამთხრელი ადამიანები პასუხისმგებლობისგან”, – ამბობს ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share