მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები ამ წუთებში ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან იკრიბებიან. აქციის მონაწილეებს სურთ კიდევ ერთხელ უთხრან სალომე ზურაბიშვილს, რომ პრეზიდენტს სააკაშვილის გადარჩენის გასაღები მის ხელშია.
ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, რომ გამოიყენოს ექსკლუზიური უფლება და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
მანამდე უცვლელი მოთხოვნით აქცია გაიმართა რუსთვის მე-12 დაწესებულებასთან. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.