კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ პოლონეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას “საფრთხეს უქმნის” – ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობო მედია, РИА Новости ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პესკოვმა თქვა, რომ პოლონეთი დიდი ხანია არამეგობრულია, ხოლო ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყნის რიტორიკა “აგრესიული გახდა”.
“ის, რომ ბოლო თვეებში პოლონეთიდან ძალიან, ძალიან მტრული რიტორიკა მოდის, ტრადიციულია და პოლონეთი დიდი ხანია არ არის მეგობრული. მაგრამ ბოლო თვეებში მტრული გახდა. და ის, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხეები შეიძლება მოდიოდეს პოლონეთიდან – ეს ასევე აშკარა ფაქტებია.ამაზე, თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ჩვენმა საგარეო დაზვერვის უფროსმა ისაუბრა. ეს აშკარა ფაქტებია”, – თქვა პესკოვმა.
РИА Новости-ის ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის “აღარ იქნება” საზღვრები და რომ ორი ქვეყნის ხალხები შეძლებენ ერთად იცხოვრონ, “ერთად ააშენონ საერთო ბედნიერება და საერთო ძალა”.