10 მაისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ნალექია მოსალოდნელი:
„ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება ჯერ მოსალოდნელი არ არის. 10 მაისის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით 10-15 გრადუსის ფარგლებში იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში, უმეტეს რაიონში დღეს იწვიმებს, ხვალ ინტენსივობა შესუსტდება, დღის მეორე ნახევრიდან კი უმეტეს რაიონში შეწყდება.
დედაქალაქში სუსტი წვიმა შენარჩუნდება. მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც ქალაქის გარეუბნებში გაძლიერდება“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველო.