ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ვსო!
გამოიკვეთა!!! საბოლოოდ გაირკვა!
ამათი, ანუ “ოცნების” მთავარი სამიზნე არის ბაიდენი! ჯო! ჯოზეფ ბაიდენი!
არცა ზელენსკი, არცა არახამია, არცა კულება! არცა სააკაშვილი და არცა ჯონსონი! “იმენნო” ჯო! ჯო ბაიდენი!
სამი დღის წინ ოცნების დეპუტატმა თქვა, მოხუც ბაიდენს აქვს საერთო ბიზნესი ევტუშენკოვთანო!.. ბაიდენსო! ჯო ბაიდენსო!.. ევტუშენკოვთანო!
ყურებს არ დავუჯერე… მაგრამ, ვიფიქრე… ნუ, იდიოტია ეს ზარქუა და, “მივუტევოთ”-მეთქი!
დღეს თუ გუშინ გამოტყვრა ვინმე ქართველიშვილი – ოცნების ექსპერტი და ამბობს – გუანტანამოში რაც ხდება, ამის პატიება შეუძლებელიაო! რასაც ბაიდენი სჩადისო! ბაიდენს ეს არ უნდა შერჩესო.
ბაიდენსო! არ უნდა შერჩესო!” – წერს ტაბლიაშვილი.