მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში კლინიკა “ვივა მედში” გადაჰყავთ

რუსთავის ციხიდან მესამე პრეზიდენტის ესკორტი რამდენიმე წუთის წინ დაიძრა.

ცოტა ხნის წინ კლინიკის ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. ადგილზე შევიდნენ საბადრაგო ჯგუფები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად იქნებიან, როცა მას კლინიკაში გადაიყვანენ.

სამკურნალო დაწესებულებაში სპეციალური ზომები უკვე მიიღეს და მიხეილ სააკაშვილისთვის პალატაც მოამზადეს. შენობის მე-5 სართული ფაქტობრივად მთლიანად დაცარიელებულია.

არსებული ინფორმაციით, რუსთავის ციხიდან 6 მანქანა დაიძრა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share