ძნელი იყო ამ პირობებში მისი ნახვა- სოფო ნიჟარაძემ შვილთან ერთად სააკაშვილი მოინახულა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა ,,ვივა მედში” მომღერალმა, სოფო ნიჟარაძემ, მოინახულა. ჩემთვის პირადად ძალიან მძიმე იყო მისი ასეთ პირობებში ნახვა- განაცხადა კლინიკიდან გამოსულმა სოფო ნიჟარაძემ.

მოვინახულეთ მიშა. ბოლოს ვნახეთ საქართველოში დაბრუნების წინ. 

მთელი ეს ხანი ძალიან ენატრებოდა ბავშვი, ძალიან უნდოდა მისი ნახვა. მანაც აჩვენა ყველაფერი, რამდენი რამეც ისწავლა, როგორ მღერის, როგორ ითვლის. მოეფერა ბავშვს და ძალიან ბედნიერი იყო. 

ჩემთვის პირადად ძალიან მძიმე იყო ასეთ პირობებში მისი ნახვა. მაგრამ მას ძალიან უნდოდა ჩვენი ნახვა და მადლობა ყველას, ვინც ამის შესაძლებლობა მოგვცა. 

ძალიან ძნელი საყურებელი იყო იქ, მაგრამ თვითონ ძალიან ბედნიერი იყო. 

7 თვეა, მისი ბავშვი არ უნახავს, თუ ცოტათი მეტია. მოეფერა და ამით ისიამოვნა. – განაცხადა ციხიდან გამოსულმა სოფო ნიჟარაძემ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share