ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელში საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, კრიტიკას, სულ 7 პოსტი მიუძღვნა.
ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ კულტურის მინისტრის რეპლიკაზე გამოხმაურება არ სურდა, თუმცა სხვა გზა არ დაუტოვეს.
საქართველოს მთავრობის კრიტიკა არ ნიშნავს საქართველოს კრიტიკას;
თუ საქართველოს მთავრობას სურს, რომ მას დასავლეთში სერიოზულად მოუსმინონ, ამისთვის 19 აპრილის შეთანხმება უნდა შეასრულოს;
შეწყვიტეთ დაპირებების დარღვევა, შეწყვიტეთ, ზიანი მიაყენოთ საქართველოს მყიფე დემოკრატიას, შეასწორეთ საქართველოს სასამართლო სისტემა, შეწყვიტეთ მიკროფონების ქურდობა, შეწყვიტეთ სიძულვილი და პოლარიზაცია – წერს სოციალურ ქსელში ვიოლა ფონ კრამონი.
კრამონსა და კელის ,,ენმ”-სთან ერთად მთავრობის “გადაყირავების” ინტერესი აქვთ – განაცხადა დღეს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.