მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა. პაციენტის ჯანმრთელობა, რომელიც ვივა მედის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის, გაუმჯობესების ნაცვლად სწრაფ რეგრესს განიცდის. წონის სწრაფი კლება და საკვების მიუღებლობა კრიტიკულ ნიშნულს უკვე გასცდა-მესამე პრეზიდენტი საწოლიდან ვეღარ დგება
ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექსპერტების ყველაზე მძიმე პროგნოზი მართლდება. ვივა მედის ექიმებს ერთდროულად დაავადებათა ვრცელ ჩამონათვალთან უწევთ გამკლავება, თუმცა უშედეგოდ. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ იღებს იმ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც რეალურად გამოასწორებს მძიმე ვითარებას.
მთავარი არხი