იმედი ვიქონიოთ, საქართველოს არ დასჯიან იმისათვის, რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს – მდინარაძე EU-ზე

“ჩვენ იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს არ დასჯიან იმისათვის, რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ის უფრთხილდება თავის ქვეყანას. თავისი ქვეყნის ეკონომიკას ჩამოქცევისგან და თავის ათასობით და ათი ათასობით ადამიანს დაღუპვისგან რომ იცავს, ამის გამო, მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველო ვინმემ დასაჯოს და ამის იმედი უნდა ვიქონიოთ”

– თქვა “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების შესახებ მოლოდინებზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share