პირდაპირი ეთერის დროს ტელეარხ BBC–ს ეთერში გამოჩნდა ტიტრი “მანჩესტერ იუნაითედი ნაგავია“.
წარწერა ეკრანის ქვედა მხარეს ჩოგბურთის რეპორტაჟისას გამოჩნდა. წამყვანმა, ანიტა მაქვეიმ, რომელიც პირდაპირ ეთერში მუშაობდა მაშინვე მოიხადა ბოდიში კლუბისა და მისი გულშემატკივრების წინაშე და სიტუაცია განმარტა.
მისი თქმით ეს იმის გამო მოხდა, რომ საეთეროში ერთ–ერთი თანამშრომელი მოძრავი სტრიქონის ტექსტის აკრეფაში ვარჯიშობდა. გოგომ აღნიშნა, რომ სტაჟიორები ასეთი ვარჯიშის დროს, როგორც წესი, სრულიად შემთხვევით სიტყვებს კრეფენ კლავიატურაზე.
ამ ინციდენტის შემდეგ ტელეარხმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც სამწუხარო ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა.
“ტესტირების დროს მოხდა ტექნიკური პრობლემა ჩვენს სატესტო მოძრავ სტრიქონთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წამით გადაერთო პირდაპირ ეთერზე. ბოდიშს ვიხდით ნებისმიერი შეურაცხყოფის გამო, რაც პირდაპირ ეთერში გავიდა“– ნათქვამია BBC–ს ოფიციალურ განცხადებაში.