უკრაინაში ომს 242 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულია 242 ბავშვი, დაჭრილთა რაოდენობა კი 440-ს აჭარბებს.

“უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად 682 ბავშვი დაზარალდა. გარდაცვლილია 242 ბავშვი, ხოლო დაიჭრა 440”, – აცხადებენ გენპროკურატურაში და დასძენენ, რომ ეს რაოდენობა არაზუსტია, რადგან აქტიური საბრძოლო მოქმედებების  ადგილებში, ისევე როგორც გათავისუფლებულ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ დრომდე გრძელდება დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის დადგენის სამუშაოები.

უწყების ცნობით, ყველაზე დიდი მსხვერპლი დონეცკისა (153 ბავშვი) და კიევის (116) ოლქებშია.

ამასთან, გენერალურ პროკურატურაში აღშნიშნავენ, რომ დაბომვების შედეგად, უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში უკვე 1888 სასწავლო დაწესებულებაა დაზიანებული, მათგან 180, მთლიანად განადგურებულია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share