დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ “მაიმუნის ყვავილის“ ამოსაცნობად საქართველოში PCR ტესტი შემოვა.
“ლაბორატორიული დიაგნოსტიკა დღესაც შეგვიძლია გენომის სექვენირებით, რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდება”, – განაცხადა გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან”.
შეგახსენებთ, მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ნიგერიაში დაფიქსირდა. ინფიცირებული 40 წლის პაციენტი იყო, რომელსაც სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.