“გარდენიას” შემქმნელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ემოციურად წერს ახალგაზრდა ქართველებზე, რომლებიც უსახსრობის გამო ევროპაში ემიგრანტად მიდიან.
“დილით ჭურჭლით სავსე ყუთი მოგვიტანეს.
30, 35 წლის ცოლქმარი გიორგი და ლილი ძალიან წესიერი და მორიდებულები აღმოჩდნენ.
ორივე ინგლისური ენის სპეციალისტები არიან, კერძო გაკვეთილები და ტექსტების თარგმნაა მათი შემოსავალი რომელიც არ ჰყოფნით შვილებისთვის სასურველი განათლების მისაცემად..
გადაუწყვეტიათ ყველაფერი გაყიდონ და ევროპაში წავიდნენ შვილებთან ერთად. სახლი და ეზო ამ გაზაფხულზე გაუყიდიათ.
დედას ჭურჭელს ვერ შეველიე და ისე უბრალოდ გასაჩუქებლადაც დამენანა, მინდა თქვენთან იყოს ვიცი სათანადოდ გამოიყენებთო ლილიმ, ჩქარობდნენ..
არ მინდოდა წასულიყვნენ, ქუჩამდე გავყევი, ცრემლიც მომადგა, მიხვდნენ.. თუ ვერ ავეწყვეთ დავბრუნდებით, მისაქციელში ნაკვეთი აქვს გიორგის, ავაშენებთ პატარა სახლს და იქ ვიცხოვრებთო. ძალიან დავნაღვლიანდი აღარ ვიცოდი რა მექნა, როგორც უახლოეს ნათესავს, შინაურს ისე გამოვემშვიდობე.
გარეცხილი ჭურჭელი თავიდან გავრეცხეთ, ვუყურებ და მთელი დღეა სულ მათზე მეფიქრება. ჩვენს პატარა საწყალ უბედო ქვეყანაზე მეფიქრება..”, – წერს ზურა შევარდნაძე.