მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენელი თეონა დოლენჯაშვილი აცხადებს, რომ არც ერთი ხელისუფლების დროს დამოუკიდებელი საქართველოს დროს მედია ასეთი შევიწროვებული და პოლარიზებული არ ყოფილა.
“შევარდნაძის დროს ახალი იყო დემოკრატიის ტალღა, მე არ მახსოვს ვინმეს ოპოზიციური პრესისთვის ცენზურა გაეტარებინოს, ასევე დასაწყისში მიხეილ სააკაშვილის. იმდენად პოლარიზებულია, იმდენად ნიველირებულია, სივრცე. მიშას დროსაც იყო ორ სხვადახვა საქართველოს ვუყურებდით, მაგრამ მე არ მახსოვს სასამართლო პროცესები ყოფილიყოს მედია მენეჯერების მიმართ. ფაქტები არის ცხადი, არც ერთი ხელისუფლების დროს დამოუკიდებელი საქართველოს დროს მედია ასეთი შევიწროვებული და პოლარიზებული არ ყოფილა. ისინი, რომ არ დადიან ოპოზიციურ ეთერებში სწორედ ეს არის პრობლემა, მე მინდა ოპონირება განსხვავებული პოლიტიკური აზრს ადამიანთან, რისი საშუალებაც არ გვაქვს.” – განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა ტვ პირველის ეთერში.