რეკომენდაციები სიცოცხლისათვის

ფენომენები , რაზეც ხშირად ვამახვილებ ყურადღებას და სხვადასხვა მხრიდან ვხსნი, მათი დასტაბილებით იქმნება ბარიერი, რომ სიმსინვე არ შემოიჭრას თქვენს ორგანიზმში ადვილად.
1—არასოდეს მოიხსნება , ჭამის შემდეგ, მუცლის შებერილობა, სანამ ღვიძლიდან და პანკრეასიდან პარაზიტები ბოლომდე არ იქნება სანირებული. ასევე, არასოდეს არ აღდგება ღვიძლის, ამ დროს დარღვეული 50-ზე მეტი ფუნქცია, სანამ ბოლო პ არაზიტი არ დატოვებს მას და პანკრეასს.
2——ჩვენში პროფილაქტიკური მედიცინა დაბალ დონეზეა და სწორედ ამიტომ იღიმებიან ვიტამინებზე, ჩამორჩენილი ადამიანები , რომლებსაც ვიტამინები, ქიმიური ფორმულებით შექმნილი გასასუქებელი წამლებინ ჰგონიათ. მსოფლიო მედიცინის კვლევებით დამტკიცებულია, რომ თეთრი ბრინჯის ხშირი გამოყენება , იმ ადამიანებში, რომლებსაც დიაბეტის გენეტიკური განწყობა აქვთ, იწვევს ბე პირველი ვიტამინი ს მძლავრ დაქვეითებას და დიაბეტის გამოვლინების ძალიან დაჩქარებას. განსაკუთერებით მაშინ, თუ ბრინჯს პრიალა ზედაპირი აქვს.
3—-ჩვენს -პლასტმასის ეპოქაში ტუბერკულოზმა დ ა ტუბმენინგიტმაც ისე იცვალა გამოვლინების სახეები, რომ უძლიერესი და გამოცდილი პრაქტიკის ექიმი სჭირდება მის დაფიქსირებას. ვერც კი წარმოიდგენთ , იმდენად კოლოსალური რიცხვია დღეს ტუბერკულოზის. წარმოდგენა არა აქვს უამრავ ადამიანს, ტუბერკულოზი რომ აქვთ. ტუბერკულოზი და ტუბმენინგიტი , თანამედროვე მსოფლიო მედიცინის სტანდარტით , აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ამ შემთხვევებში——–პერიოდული, თავის , საშუალო ინტენსივობის ტკივილი ;ზედა ქუთუთოს, თუნდაც მცირე დაშვება; სახის ნერვის პარეზი; თვალის შესიება ;სამწვერა ნერვის ანთება; ახალი სიელმე; ქრონიკული, შუა ყურის ანთება; ზოგი ტიპის სახსრების ანთება, განსაკუთრებით, ნეიტროფილური განწყობით; განმეორებითი ფილტვის ანთებები და პლევრიტები; ყბის ძვლის პრობლემები, კბილების მკურნალობის დროს გამოხატული; ქრონიკული,თ ირკმლების ანთების ზოგი ფორმა; განმეორებადი ბრონქიტები პედიატრიულ ასაკში; გახანგრძლივებული დაბალი სიცხეები 37 ის ირგვლივ ; დროში გახანგრძლივებული იშვიათი ხველა. ეს არის, მხოლოდ, სტატისტიკურად გახშირებული ვარიანტების ჩამონათვალი.
4–ზრდის ჰორმონზე-სომატოტროპინზე ხშირად ვსაუბრობ ძალიან ბევრს. ამოუწურავია მისი სასიცოცხლო , ფიზიოლოგიური კონტაქტები . ის განსაკუთრებით, დიაბეტის და მისი ბუნებრივი ფონის——მეტაბოლური მოშლის დროს უნდა კონტროლდებოდეს . დიაბეტის მართვის სტილი ურემის დონეა, თუ სომატროტროპინის ჭრილში არ ხდება გააანალიზება და მედიკამენტების დანიშვნა. გამოვლინებული დიაბეტი რამდენიმე თაობას გადაახტებოდა და არ გამოვლინდებოდა, ზრდის ჰორმონის კონტროლი რომ ყოფილიყო. რადგან, დიაბეტი, მხოლოდ მაშინ გამოვლინდება , როცა ზრდის ჰორმონი მოიმატებს .არც ზრდის ჰორმონი მოიმატებს და არც დიაბეტი დაიწყება, თუ ადამიანს მეტაბოლური მოშლის ბუმი არ აქვს. ზრდის ჰორმონის მატება სიგნალია, რომ ამ ადამიანის ორგანიზმი სავსეა თავისუფალი რადიკალებით და პანკრეასის ჰორმონებსა და ფერმენტებს ,ინსულინის სწორად მართვის და განკარგვის უნარი დაკარგული აქვთ. .ეს უამრავი ჩივილით გამოიხატება. ყოველთვის შეიძლება მეტაბოლიზმის გამოსწორებისკენ წაყვანა და დიაბეტის დამართების შეჩერება. მომატებულ შაქარზე ,დამწევი წამლების უროსავით ზემოდან ზეწოლა, რომ გლუკოზა მაღლა არ ავიდეს, არც დიაბეტის დაწყების შეჩერებაა და არც დიაბეტის მართვა. დიაბეტის ან პრედიაბეტის მართვაა, იმ მიზეზების რეგულირება რამაც ამ ადამიანის მეტაბოლიზმი მოშალა. საჭიროა, ამ ადამიანის მეტაბოლიზმის, სასიცოცხლო, ფიზიოლოგიურ რითმში გადმორთვა. დიაბეტი და ზოგი ისეთი დაავადება, როგორიცაა ——–სახსრების, კანის, ღვიძლის, ნაწლავბის, სისხლძარღვების და სხვა, არასოდეს არ დაეწყება ადამიანს, თუ თავისუფალი ანუ კიბოს რადიკალები დასაშვებ ზღვარზე ბევრად მეტი არ კუმულირდა ორგანიზმში. თავისუფალი რადიკალების გამოძევების ფონის გარეშე, უმწეობა და გაუაზრებლობაა ამ დაავადებების მკურნალობა. გარდა იმისა, რომ არსებობენ ის ნივთიერებები, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ თავისუფალი რადიკალების გამორეცხვაზე; ასევე რამდენიმე ამინომჟავა პასუხისმგებელია ,ამ ბარიერის დაცვასა და ამათ ნეიტრალიზაციაზე.
5-ამ სამში———-ძვალსახსართა სისტემაში, ღვიძლ—–პანკრეასში და კანის სისტემაში იმუნური და შემადგენლობითი პრობლემები თუ არ გაქვთ, არასოდეს არ დაგემართებათ კიბო არცერთ ორგანოში. .ეს სამი, ორგანოთა სისტემა, პირველი იღებს თავისუფალი რადიკალების დარტყმას. მაგალითად, არასოდეს დაგემართებათ ფილტვის კიბო, თუ ფილტვის საკუთრივ მკვიდრი, სპეციფიკური ფერმენტები ნორმაშია. ფილტვის ეს ფერმენტები დეგრადირდება, კანის ზედმეტი დასხივების ან არასწორად მოვლილი და ნამკურნალები კანის დაავადებების შემდეგ .მაგალითად, უმრავლესობა , გამონაყრით მიმდინარე კანის დაავადებების დროს, იმუნიტეტი იბრძვის და ღვიძლს აიძულებს , ამ დაავადების დროს წარმოშობილი ტოქსიკური ნივთიერებები გარედ გამოიტანოს გამონაყრის სახით. . შენ კი ეღობები ამ პროცესს მალამოთ და დამატენიანებელი კრემით. ფილტვის ეს ფერმენტები, თავისი შექმნის და განახლების ყველა სტადიას და ყველა ფიზიოლოგიურ რეაქციას, პანკრეასის მეთურობით ღვიძლში გადიან ანუ ფილტვის კიბო არ არსებობს ღვიძლის და პანკრეასის ბოლომდე დაზიანების ფონის გარეშე. ფილტვის ეს ფერმენტები ან მათგან რამდენიმე ——20მდე მაინც ,დაცემულია ასთმის შეტევის დროს. მაგალითად, ბრომელაინი ბოლომდე დაცემულია ასთმის შეტევის დროს. ბრომელაინი მიიღება ანანასისგან. ყველაზე ცნობილი, ასთმის—- ვეგანური ,ამერიკული და ევროპული მედიკამენტები სხვა ნივთიერებებთან ერთად ანანასის ექსტრაქტს შეიცავენ. ეს ახალი სულ არ არის, მსოფლიო მედიცინის დიდი ხნის სტანდარტია. სულ დამწყები ახალგაზრდა ექიმი ვიყავი- ასთმის შეტევის დროს,სტაციონარში ინფუზური თერაპიის შემდეგ, ბავშვს საწოლზე დავსვამდი და გაუმჯობესებული მდგომარეობის დანახვაზე მშობლები როცა იტყოდნენ—– რა ვაჭამოთ, რა მოვუტანოთო——ვეუბნებოდი—— ანანასები მოიტანეთ და დატვირთეთო. აქ მხოლოდ ეს დეტალი ვახსენე. ყველა , ვეგანურად მიღებული ფერმენტი გარკვეული მცენარისგან ან ხილისგან აიღება ,მეცნიერული გათვლებით თანამედროვე ფარმაციის. ადამიანს პათოლოგიის დროს ბევრი ცვლის გამოსწორება ესაჭიროება. მაგრამ უპირველესი და სასიცოცხლოა——ექიმმა უნდა ი ცოდეს კონკრეტულ შემთცხვევაში რისი ნაკლოვანებაა, რომლის ცოდნა სასიცოცხლოა. კიბოს დროს მითუმეტს იცოცხლებს ადამიანი, თუ ამ სამი სისტემის გაჯანსაღებას შეეწყობა ხელი. კანის დაავადებები, ხერხემლის და ზოგადად ძვლების პრობლემები და ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაზიანება, ყოველთვის სიგნალია დიდი პრობლემების, მათ შორის კიბოს . ამ დაავდებების აკადემიური გამოსწორება, კიბოს აცილების რეალური გზაა. არ არსებობს არცერთი სიმსივნე, სადაც ორგანო —–კანში არ იყოს ჭარბი თავისუფალი რადიკალები და სხვა ეპიდერმალური პრობლემები ან არ იყოს ღვიძლში დაზიანება ან არ იყოს სახსრის დაზიანების ფონი. ბუნება სიგნალებს დებს ადამიანში, მის გადასარჩენად.გაივლის დრო და ბევრი რამ სახუმაროდ მოგეჩვენებათ , რაც ახლა სერიოზულობით კ ეთდება. მაგალითად, ხშირად, ადამიანს ალერგიული გამონაყარი აქვს იმის გამო, რომ რამდენიმე ნივთიერება დაეცა, რაიმე ტოქსიკური ფონის ზეწოლის გამო . ის კი მალამოთ იფარავს ამ გამონაყარს, რომელშიც ღვიძლის მიერ გამოძევებული ტოქსიკური ნივთიერებების ნაშთებია. მალამოებს უდიდესი დანიშნულება აქვთ, მაგრამ საჭირო დროს. სიმსივნეს ბევრი მიზეზი აქვს. ის მიზეზების მხრივ ყოველთვის პოლისემანტიკურია. სიმსივნეთა ყველაზე მეტი რიცხვი პროვოცირდება, ღვიძლის და პანკრეასის უმწეობის შემდეგ.
6——თუ შეკრულობა და გაძნელებული დეფეკაცია ქრონიკულში გადავიდა, მისი მიზეზი უკვე აღარ არის მარტო——–კალიუმის და ფერმენტთა დეფიციტი და ნაწლავის კუნთოვან-ცილოვანი უკმარისობის სინდრომი. მისი მიზეზი, უკვე თირკმელზედა ჯირკვლის და ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობაა და ამინომჟავების ცვლაში, რამდენიმეს მოშლა , განსაკუთრებით ——–ჰისტიდინის ფრაქციების. თირკმელზედა ჯირკვალზე ხშირად ვწერ და ძალიან დეტალურად. ის არის ადამიანთა ბევრი პრობლემის სათავე. მისი როლი დღევანდელ ჩ ვენს მედიცინაში ძალიან ხშირად მიჩქმალულია . მისი როლი ჯანმრთელობის ყველა პრობლემაში უდიდესია. სწორედ მისი დიდი როლი ქმნის ,ორგანულ პათოლოგიას დიდ პრობლემად. სიმსუქნე და ძლიერი სიგამხდრე, მისი პროცსების მართვის გარეშე არ რეგულირდება. თრომბის სათავე თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობაა. როცა მოშლილ აგრეგაციულ მექანიზმებს და შედეგად თრომწარმოქმნის პროცესს ,თირკმელზედა ჯირკვალი ვეღარ მართავს, ადამიანის იმედი იმ ამინომჟავების მგრადობაზეა, რომლებიც უშაულოდ სისხლის მიმოქცევის მაკონტროლებლებია და თრომბირების ამცილებლები. თუ ისეთი მინერალური და სხვა დისბალანსები აქვს ადამიანს, რომ ამინომჟავური გრაფიკები ირღვევა, მაშინ ადამიანი , სისხლის აგრეგაციის პრობლემებს—— გამოხატულს, ვარიკოზებით, ინფარქტით, ინსულტით და სხვა მოვლენებით ვეღარ უმკლავდება.
7—თუ ადამიანს აქვს დეპრესია და ნახეთ რომ დოფა ნორმაა; მსოფლიო მედიცინის თანამედროვე სტანდარტით, იცოდეთ, რომ ეს არ არის იზოლირებული დეპრესია. ის აუცილებლად , რომელიმე რთული დაავადების თანარსებული ნევროლოგიური სინდრომია .იზოლირებული დეპრესიის დროს, ნერვულ უჯრედში ბევრი მკვიდრი , სპეციფიკური ნივთიერებაა დაცემული ან დაქვეითებული. მათ შორის ყველაზე მგრძნობიარ-ეა——— დოფა. მაგრამ, დეპრესიის სათავე თანამედროვე მედიცინის მიგნებით———- ესაა არტერიების თრომბოზი. ამიტომ არის დეპრესიის მიზეზებში ძალიან ხშირად, ჰომოცისტეინის ცვლის მოშლა. იგივე ცვლის მოშლაა გულის უმრავლესობა დაავადებების დროს. ჰომოცისტენზე წარმოდგენამ შემოაღწია ჩვენს მედიცინაში. ამჯერად, მხოლოდ ,კარდეოლოგიის დონეზე. ჰომიცისტეინის ცვლა ყოველთვის მოშლილია——-ოსტეოპოროზის, ხერხემლის და სხვა სახსრების დაავადებების დროს .დეპრესია ჰომოცისტეინის რეგულირების ფონზე უნდა ვმართოდ.
8-კალციუმის პანტოტენატი , სხვა მასავით აუცილებელ ნივთიერებებთან ერთად, იმიტომ ეცემა ბოლომდე ——–დერმატიტის, ალერგიების ,წნევის, ვიტილიგოს, დიაბეტის, სახსრების დაავადებების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, კოლიტის დროს, რომ ის თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებს ააქტიურებს და თირკმელზედა ჯირკვალი რომ მუშაობას შეაფერხებს, ეს დაავადებები აუცილებლად გამოვლინდება.
9—-თრეონინი, მეთიონინი და ასპარტის მჟავა——–ეს ტანდემი ყველაზე ცნობილია ახლა ,თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში. თუ ამათ ცვლას ექიმი სწორად მართავს, მაშინ ის წინ გადაეღობება——–ზედმეტ სიმსუქნეს, ღვიძლის გაცხიმოვნებას, კბილების დაზიანებას, გულის დაზინებას და ბევრ სხ ვას. კბილი მაშინ ტკივა ადამიანს და უზიანდება ,როცა თრეონინის ცვლაა მოშლილი .თრეონინი ბავშვის ზრდა-განვითრების ერთ-ერთი მაკონტროლებელია. თრეონინის ცვლის კლასიკური წესრიგი სჭირება და მისი ცვლის ყველა ფიზიოლოგიური რეაქციების სისრულე ———თიმუსს, რომ მშვიდად და დაუბრკოლებლად წარმოქმნას ტე ლიმფოციტები. თრეონინის ნორმული ცვლის გარეშე თიმუსი ტე ლიმფოციტებს ვერ წარმოქმნის. აი ამიტომაა პედიატრიულ ასაკში ,ზოგ ბავშვზე ამდენი გაციება, ბრონქიტი და ფილტვების ანთების განმეორებადობა .მათ თრეონინის ცვლა აქვთ მოშლილი. ზედმეტი ანტიბიოტიკი კი დიზბაქტერიოზს ქმნის და მათ მომავალ ცხოვრებას ძალიან ართულებს. თრეონინის ცვლაში პრობლემა და თიმუსის დისკომფორტი როცა ა, ჩვილი, ბაღის და სკოლის ასაკის ბავშვები ხშირად ცივდებიან; ბრონქიტები და განმეორებითი ფილტვების ანთებები ემართებათ დ ა ჯამში სრულიად უსარგებლოდ ,თუმცა ამ მომენტში სასიცოცხლოდ ,ამდენი ანტიბიოტიკი ეძლევათ. პედიატრს თუ შეუძლია თრეონინის ცვლის მართვა, არ იქნება ამდენი გაციება, ბრონქიტი და ფილტვების ანთება. მაგრამ ზღაპარ იმედებზე ვყვები ჩვენი სინამდვილის. როცა ულიცენზიო ექიმი ან სანიტარულ-ჰიგიენურ კურსდამთავრებული ,ნაყიდი დიპლომით ან ეკოლოგია სამედიცინო დამთავრებული პედიატრად ზის,ის ვერ მართავს თრეონინის ცვლას ვერცერთ შემთხვევაში . ის ატიპურ რაქიტსაც ვერ აღმოაჩენს და ადამიანის მომავალ სიცოცხლეს მისი მკურნალობით ვერ დააზღვევს. სამკურნალო პროცესის ხარისხი სანამ კორუფციას არ გამოშორდება და სიცოცხლის ხაზზე არ დადგება, ასე პრობლემური თაობები გაიზრდებიან დღეს რომ არის. როგორიცაა პედიატრიული ზედამხედველობა , ზუსტად იმ სიჯანსაღის ზრდასრულები არსებობენ ქვეყნად. ყველა დაავადება, რაც ზრდასრულ ადამიანს აქვს, ბავშვთა ასაკშია დაწყებული. ქოლესტერინის სიჭარბეც კი ,ჩვილობისდროინდელი ტიპური ან ატიპური რაქიტის გამოა. იმიტომ , რომ ორივე, მეტაბოლიზმის ნგრევის მთავარი საფუძვლებია. ინფარქტი და ინსულტი ,თრომბოზი და სასიკვდილო ემბოლია, სწორედ ქილესტერინის ფონის გამოა. ადამიანს, რომელსაც დეპრესია აქვს, მას ბავშვობაში თრეონინის ცვლა პრობლემური ჰქონდა . ბავშვობაში ვერმართული თრეონინი ს ცვლა ,ეს არის ზრდასრულობაში დაავადებული კუჭ-ნაწლავი, სახსრები და ღვიძლის დაავადებები, თავის ი ქოლესტერინების სიჭარბით. პოდაგრა არასოდეს შეგაწუხებთ, თუ თრეონინის ცვლა არ არის მოშლილი. თუ თრეონინის და ორნითინის ცვლებს პრობლემები არა აქვს ,შარდმჟავა არ დაგიგროვდებათ და პოდაგრა არ იქნება. ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც სტენტის ჩადგმა დასჭირდათ, უკიდურესად მოშლილი აქვთ თრეონინის ცვლა. გამორიცხულია შარდმჟავას აწევა და პოდაგრის შეტევა თრეონინის ცვლის უკიდურესი მოშლის გარეშე. თრეონინზე უფრო დეტალურად, მის სპეციალურ სტატიაში ვისაუბრებ.
10—–ხშირად მითქვამს და ვიმეორებ— ძვალ სახრის მკვიდრად ჩვენს მედიცინაში კალციუმი ითვლებოდა ყველაზე მ ეტად სხვა ნივთიერებებთან ერთად. მაგრამ,მსოფლიო მედიცინის სტანდარტია და ყოველი დღე პრაქტიკის ამას ამტკიცებს, რომ ძვლის და სახსრის მთავარი ნივთიერება ——————კალიუმია. კალიუმი ძვალსა და სახსარში წარმოქმნის, ძვლისთვის აუცილებელ ცილას —-ოსტეოკალცინს.
11–განსაკუთრებით——–კარნოზინის, გლუტამინის და ასპარტის მჟავის , კიდევ რამდენიმე ნივთიერების ცვლა , თავისი შემადგენელი ყველა კომპონენტით თუ რეგულირებული იქნება , ჟანგვითი რეაქციების ფიზიოლოგია გაკონტროლდება და მწყობრში იქნებ ა ,ასევე შესაბამისი ფერმენტების კონტროლი , აუტისტი ბავშვი, არა თუ ფსიქოემოციურ აშლილობას გამოავლენს, არამედ ის იქნება საუკუნის გენიოსი და სერიოზული და გაწონასწორებული პიროვნება. რადგან ,ამ კატეგორიას ზედმეტი ნიჭი და უნარები აქვთ.
12—–მთელი ცხოვრება რომ ომეპრაზოლები სვათ ,კუჭის სიმჟავე არასოდეს მოგირჩებათ და ყოველთვის გაგახსენებთ თავს, თუ ორნითინის, ჰისტიდინის, ცისტინის, თრეონინის ცვლების ყველა კომპონენტი არ დალადგება ბალანსის მიხედვით.
13——-მსოფლიო მედიცინის პედიატრიული სტატისტიკით, დეფექტური ბავშვები , ყველაზე მეტ შემთხვევაში, დედაში და ჩანასახში ბე 4 ის და ბ ე 9 ვიტამინების დეფიციტის გამო იბადებიან.
14——–ღვიძლს და პანკრეასს ისე ვერაფრით ვერ დაიცავთ ყველაზე სწრაფად და შედეგიანად, როგორც ცისტინის ცვლის ყველა შემადგენელი კომპონენტის რეგულირებით. ხშირად ვწერ და ვიმეორებ ,თუ ცისტინი 20 დან 25მდე არ არის,ღვიძლსა და პანკრეასს ისე უჭირს, რომ სიმსივნეების წარმოშობას გზა გახსნილი აქვს ყველა ორგანოში. ამიტომაცაა დღეს, მსოფლიო, უმაღლესი კლასის მედიცინაში ,ღვიძლის და პანკრეასის სამედიცინო დამცავ ფარებად ითვლებიან———-ინტერფერონი და ის მედიკამენტები , რომლებიც ცისტინის ცვლებს აწესრიგენებ.
15—–თუ ნაწლავის შეწოვის უნარი დაქვეითებულია, მაშინ არცერთი ორგანოს დაავადება არ მორჩება სრულფასოვნად. დიზბაქტერიოზის გონებავიწრო გაგებიდან უნდა გამოვიდეს ყველა. რაქიტის სწორი მკურნალობა , მარტო დე-ს მიწოდება არ არის . ის ყველაზე სერიოზული სასიცოცხლო პრობლემაა, რაც ადამიანის მომავალ სასიცოცხლო ხარისხს განსაზღვრავს . ბავშვებში დიზბაქტერიოზის ფონის გაუმჯობესება,სახელმწიფო პროგამის დონეზე უნდა ავიდეს . ეს ორი ფონი, რომელიც ერთმანეთს არასოდეს არ გამორიცხავენ, ყველა მძიმე დაავადების და კიბოს ფონია, ყველა ასაკში .დიზბაქტერიოზი ყოველთვის შეწოვის დარღვევით მიდის. რომელიმე ორგანო როგორ ექნება ადამიანს ჯანსაღად მოფუნქციონირე, როცა რასაც იღებს საკვებს ,თუ შეწოვა დარღვეულია, როგორ მივა შესაბამისი ნივთიერებები ამ ორგანოებამდე გაიგეთ, რომ ის ერთჯერადი მედიკამენტები რომლებსაც არეკლამებენ და რომლებიც დროებით ეფექტებს იწვევენ არ არის დიზბაქტერიოზის მკურნალობა. ამ დროს დაცემულია მჟავები, ვიტამინები, ფერმენტები, მინერალები. თუ ნაწლავში დიზბაქტერიოზია ვერ წარმოიქმნება ცხიმში ხსნადი ნივთიერებები, რომლებიც არიან პანკრეასის ნორმაში ფუნქციონირების , ასევე, სისხლძარღვების დაცვის და ინსულტის აცილების გარანტები .ყველაზე საჭირო ,სისხლძარღვის დამცავი ვიტამინების ერთი რიგი, ნაწლავის ჯანსაღი ფლორის კეთილი ბაქტერიებისგან წარმოიქმნებიან .ნაწლავის დიზბაქტერიოზს ყოველთვის ახლავს, ძვლის ქსოვილის იგივე მდგომარეობა ანუ ძვლის დიზბაქტერიოზი. კუჭ-ნაწლავი ვისაც დაზიანებული აქვს, იმას ყოველთვის ,ხერხემლის ან სხვა სახსრის პრობლემა აქვს. მედიცინას დაკონკრეტებული აქვს, რა არის დაცემული დიზბაქტერიოზის დროს. ასევე, რისი ცვლა არის მოშლილი და ეს ყველაფერი გამოსწორდება ამ მიდგომით. არ არსებობს , გამორიცხულია, ბუნებაში ვარიანტი ,კიბო ჰქონდეს ადამიანს და ფონად დიზბაქტერიოზი არ იყოს.
16—შაქრის დონე დიაბეტის დროს თუ უცებ მაღალი გახდა, ეს უპირობოდ ,ყოველთვის ,პანკრაეტიტის გამწვევების ფონით მიდის. სავალდებულო არ არის ,ამ დროს ტკივილის ფენომენი. უკვე დროს მკვეთრად ჩამორჩენილად ითვლება მკურნალთა ის კატეგორია, რომლებიც პანკრეასის ანამნეზში , მხოლოდ, სარტყელისებურ ტკივილზე აგებენ აზროვნებას. პატარა ასაკის ბავშვს იმ ადამიანმა, რომ უყვიროს უხეშად, რომლისგანაც სიყვარულს ელის და სითბოს, შეიძლება ბავშვს ქრონიკული ლატენტური პანკრეატიტი დაუსტატუსდეს. პანკრეასი, ადამიანის მეორე ტვინი და ენდოკრინოლოგიის დედოფალია. ის ,თავის ტვინთან ერთად, მთლიანად ახდენს მთელი ნერვული სისტემის არანჟირებას .რა თქმა უნდა უამრავ ნივთიერებასთან ერთად.
17—თუ ჰოპოვოლემიის პრობლემიდან თითქმის გამოხვედით, უდიდესი ყურადღება სჭირდება კალიუმის რიცხვის რეგულირებას . ჰიპოვოლემია უკვე რამდენჯერმე ავხსენი და ეს ხდება , როცა მდგომარეობა ისეა დამძიმებული ინფუზური თერაპია ანუ გადასხმები გჭირდება. თუმცა, როგორც ვხედავ ,მისი ბოლომდე მოხსნა ხან გაცნობიერებული არ არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პრობლემაა. ამის შემდეგ, თქვენ აუცილებლად უნდა იკონტროლოთ კალიუმი. ჩვენთან, კალიუმის შეფასებაც ძალიან პრაგმატულად ხდება როგორც ვაკვირდები. ჩვენთან არ არის კარგი პირობები, მიუხედევად იმისა, რომ ადამიანები მკურნალობისას ,განუსაზღვრელად დიდ თანხებს იხდიან ლაბორატორიებში. ელექტროლიტების ანალიზში ზოგადი კალიუმის ციფრია. ამ დროს , როცა კალიუმს ნორმას აჩვენებს, მ აგალითად ,გულში რეალურად კალიუმი, შეიძლება დაცემული იყოს. ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზედა და ქვედა ზღვარს. ზღვართან ყოფნა პარამეტრის,არ ნიშნავს ნორმაში ყოფნას. ფიზიოლოგიური დინამიკა მდგარი და დიდხანს ერთგვაროვანი, მხოლოდ ,განსაკუთრებულად ჯანმრთელ სპორტის პროფესიონალებშია. ნებისმიერი დაავადების მკურნალობის შემდეგ, საჭიროა კალიუმის რიცხვის რეგულირება. თუ ზედა ზღვარზე დარჩება კალიუმი, ეს ნიშნავს ადვილად განვითარებულ, თირკლმის ქრო ნიკულ უკმარისობას. ქრონიკული უკმარისობის დაფიქსირება ძალიან ხშირად ვერ ხდება. ამიტომაც ხვდებიან, დიალიზის ცენტრებში გაოცებული ადამიანები, რომლებსაც თირკმლის მწვავე უკმარისობა აქვთ და არასოდეს არავინ არ უთხრა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა გაწუხებსო. მწვავე უკმარისობა, წინასწარ ქრონიკულის გარეშე ვერ დადგება. რაიმე ავადმყოფობის შემდეგ თუ კალიუმის რიცხვი, თუნდაც ზედა ზღვაზე გაქვთ, კარგი ექიმი მოძებნეთ და კალიუმი და საერთოდ მეტაბოლიზმი გაიუმჯობესეთ. თირკმლის მწვავე უკმაროსობის დროს, სიკვდილობის უმთავრესი მიზეზი ,თუნდაც ევროპის უმაღლესი რანგის კლინიკაში იყოს ადამიანი, არის კალიუმის ჭარბი მომატება. კალიუმის ნაკლებობა ერთი მთავარი მიზეზია ყველა დაავადების განვითარებაში. მაგრამ, მისი სიჭარბე სიკვდილს უფრო მალე ასტატუსებს. გახსოვდეთ —————არ არსებობს დიაბეტით დაავადებული, თირკმლის უკმარისობის პირველი ან მეორე სტადია არ ჰქონდეს. საჭირო არ არის ზედმეტი ჩივილები. თუმცა ღამე შარდზე ადგომა ნამდვილად იქნება. კალიუმის ზედა ზღვარი, აკადემიურ მედიცინაში რეალური დარღვევაა.
18——კორტიზოლი თუ არ აკონტროლეთ, ზრდა- განვითარებაში ჩამორჩენილი ბავშვის ყველა მკურნალობა ,თითქმის დაკარგულია. დაუბალანსებელი კორტიზოლი, ყოველთვის არევს ბევრ სასიცოცხლო პარამეტრს .შეცვლის ჟანგვითი რეაქციების მიმდინარეობას და ხარისხს, რაც გაჯანმრთელებას ხელს შეუშლის. სამაგალითოდ,ყველაზე მოსაფრთხილებელი —— ასპარტის , მჟავის და სახელებაც გვეყოფა. თუ კორტიზოლი ნორმაში არ იქნება, ასპარტის მჟავა არასოდეს არ იფუნქციონირებს ორგანიზმის სასიკეთოდ. ასპარტის მჟავის ერთი ციფრით გადახრაც კი ,ამინომჟავების ბალანსში ყველაზე დიდ პრობლემებს იწვევს ადამიანების ცხოვრებაში ჯანმრთელობის მხრივ. ბე 8 ვიტამინი, რომელზეც ბევრი გესაუბრეთ, რომ ინსულინრეზისტენტობაში და აქედან გამომდინარე ადამიანის უდიდეს პრობლემებში გადამწყვეტ როლს ასრულებს, არასოდეს არ დარეგულირდება, რადგან მისი ბალანსი ასპარტის მჟავის სრულფასოვან ბიოქიმიურ ციკლზეა დამოკიდებული .კორტიზოლის დარეგულირებით ამ პარამეტრების სტაბილიზაციასაც შეუწყობთ ხელს. ულტრათანამედროვე ექიმებმა იციან რა გზით შეიძლება მეტაბოლიზმის მართვა და კორტიზოლის კონტროლი. ამის მართვა დროებითია და ჯამში უშედეგო,ქიმიური წარმოშობის ჰორმონებით.
19—თანამედროვე მსოფლიო მედიცინის პოსტულატია——————— დე ვიტამინი იცავს ფილტვს. თუ შაბლონურად ყველას ჰგონია , რომ ის ძვლის დამცველია , ესეც სწორია, რადგან დე ისეთი ტიპის ჰორმონია, რომელიც დიდ როლშია უმრავლეს ფიზიოლოგიურ რეაქციებში .ტოკოტრიენოლების და ეთანოლამინის რეგულირებით ძალიან გამოცდილ და ჭკვიან ექიმს, შეუძლია ფილტვის სიმსივნით ბევრად მეტ ხანს აცოცხლოს ადამიანი, მოარჩინოს ასთმა, მართოს ფილტვების ემფიზემა. მათი სწორი მუშაო ბა ყველაზე მეტად დე – ს ბალანსზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა ,დღეს უამრავ ადამიანს ნახავ დე ვიტამინის ძალიან დაბალი ციფრით. ერთხელ კიდევ ვიტყვი უამრავჯერ ნათქვამს————-დე ვიტამინის ანალიზი უფასო უნდა გახდეს, ამ ეკონომიკურად უღატაკეს ქვეყანაში.
20—-თითქმის ყველა თემაში ბუტირიუმის მჟავებზე ვსაუბრობ. გიხსნით სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა მაგალითებით. მათი ბალანსი თუ არ დამყარდება, ძალიან ბევრი დაავადება ვერ მორჩება ან მხოლოდ თვალს მიეფარება. მათი ცვლის დარღვევა , ერთი დიდი მიზეზია კორტიზოლის გაავების. ნებისმიერი აგზნების, შფოთის დროს ბუტირიუმების მოშლის გამო, კორტიზოლი აწეულია. ასევე, დიაბეტის გაურესების დროს, რის გამოც ინტენსუირად იშლება ცილები და განგრენის შანსი მეტია. ბუტირიუმები ,ტვინის მთავარი რელაქსია , როცა მათი ცვლა აწყობილი და ბალანსირებულია. მათი სიჭარბეც, დამზიანებელია . სეროტონინის სინდრომის დროს, ისინი სრულ დეზორგანიზაციას განიცდიან. ბუტირიუმის ცვლის დარეგულირება ,მათი შემადგენელი კომპონენტების დაბალანსებით სასიცოცხლოა .მედიკამენტების გარდა, ასევე, ევროსტანდარტით, სპეციალიზებული ნუტრიციული გათვლებია , რასაც ექიმი პირადი მეტაბოლიზმის მიხედვით შეგიდგენთ. ხოლო რა საკვებია ამ დროს მოწოდებული,იმას ჩამოვთვლი——ლიმონი,თეთრი პურის და თეთრი შაქრის ამოღება , ავოკადო, წითელი , ჯანსაღი ხორცი; მწნილები, ხარისხიანი იოგურტები, ძვლის სუფები. ინდივიდუალური მონაცემებით შედგება კვება. ისევ დიზბაქტერიოზს უნდა დავუბრუნდე. რადგან , სიცოცხლის მისაღწევად მის პრობლემას ვერცერთი თემის დროს ვერ გაექცევი. ყველაფერი ისევ დადის ნაწლავის ფლორის სიჯანსაღეზე და დიზბაქტერიოზის აკადემიურ, სასიცოცხლო გაგებაზე. არ შეიძლება დიზბაქტერიზის სამარცხვინო დონეზე მიდგომა ——–ერთი სარეკლამო წამლით . დიზბაქტერიოზის სწორი მკურნალობა, , ნებისმიერი დაავადების მორჩენის დროს , უკვე 70 პროცენტი წინსვლაა. თანამედროვე ევროპული, უმნიშვნელოვანესი კვლევებით დადგინდა , რომ ბუტირიუმის მჟავები ნაწლავის ფლორაში წარმოიიქმნებიან—- კეთილი ბაქტერიებისგან. ანუ დაუკვირდით, ტვინის რელაქსს რაც ახდენს, ისინიც ნაწლავში წარმოიშობა და იბადება. არა მარტო დიზბაქტერიოზის, არამედ ნებისმიერი დაავადების დროს , დანაშაულია ერთი ქიმური, ჩივილების მიმჩქმალავი მედიკამენტით , დაავადების პათოლოგიური პანორამის შეფუთვა. ყველა დაავადებას აქვს მიზეზები. ყველა დაავადების დროს დოგმატურად დაცემულია რაღაც ინგრედიენტები—-მჟავები, ამინომჟავები, ვიტამინები, მინერალები, მიკროელემენტები, ფერმენტები. ექიმმა უნდა იცოდეს, რომელი დაავადების დროს, რა არის დაცემული; რა არის მოჭარბებული და რისი ცვლაა მოშლილი. გარდა ამისა , ინდივიდუალურად ხდება სხვა დარღვევების გამოვლინება ამ პაციენტის. რადგან ,ერთიდა იმავე დაავადება ,ყველა ორგანიზმში სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. უნდა ვუმკურნალოდ ადამიანს და არა მარტო დაავადებას. 100ჯერ მაინც მითქვამს , ცხიმში ხსნადი ვიტამინების შესახებ, რომლებიც ნაწლავის კეთილი ბაქტერიების მიერ იქმნებიან. კეთილი ბაქტერიები მათ გარდა ბევრ ნივთიერებებსს ქმნიან. ცხიმში ხსნად ვიტამინების რიცხვს და ცვლებს თუ არეგულირებ, ინსულტის ფენომენის არსებობა გამორიცხული იქნება. სისხლძარვების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. ქოლესტერინი ადვილად დაბალანსდება. ამას დიდი ხ ანია , წლებია ვამბობ, რომ ყველა პრობლემის გადაწყვეტის გზა ნაწლავის ფლორაზე გადის. ასე, რომ ყველანაირი ნერვული პრობლემა და არა მარტო ნერვული, თითქმის ყველაფერი, ნაწლავის კეთილი ბაქტერიების ზურგზეა. მსოფლიო მედიცინა ,დღეს ამას ყოველდღე ამტკიცებს. ჩემს დანიშნულებებში ყოველთვის აქცენტირებაა ნაწლავის ფლორაზე, რომელი მიმართულების არ უნდა იყოს პაციენტი. სტრესს, როგორც უარყოფით ფენომენს ვერასოდეს ვერ მოიცილებთ ,თუ ბუტირიუმის მჟავების ცვლა არეული იქნება. სტრესული ცნობიერებაა მთავარი ფონი, დაავადებების ანატომიური მიმღებლობის. ასეა ადამიანი მოწყობილი ბუნებისგან. ფიზიოლოგიურ—- ბიოქომიური პრობლემები, ქმიან ფსიქოლოგიურ გადახრებს და ფსიქოლოგიური შრეების სტრესული დეფექტები, ქმნიან პათოლოგიურ ანატომირ-ფიზიოლოგიურ გამოვლინებებს. სტრესის ფონის დროს ლაგდება ორგანიზმში , თავისუფალი რადიკალები ყველაზე ჭარბად. თავისუფალი რადიკალების დაგროვების გარეშე, არც კიბო დაიწყება და არც არცერთი მძიმე დაავადება. თემა უამრავია , მაგრამ ვუბრუნდები ხშირად, ზოგ ფენომენს ,რომლებიც სხვა მექანიზმით და სხვა მხრიდან აქ უკვე განხილული მაქვს. ვუბრუნდები იმიტომ ,რომ ამ ფენომენების დასტაბილება დიდი ბარიერია, კიბოს შესაკავებლად.
21–რა წამლებითაც არ უნდა უმკურნალოთ უძილობას ,მაინც განმეორდება და არასოდეს არ მორჩება, თუ საბიოლოოდ არ დააბალანსებთ ამ ნივთიერებების რაოდენობას——-ბე პირველი ვიტამინი ;იოდი, კალიუმი, კალციუმი,
22—-ეს ძალიან ძვირაღირებული ა ევროპის ქვეყნებში. ამის გაკეთება ჩვენს პირობებშიც შესაძლებელია, თუ ექიმმა ფიზიოლოგია და ბიოქიმია იცის და მეტაბოლიზმის მართვას უდიდესი სიზუსტით და დიდი პასუხისმგებლობით მოექცევა. -ნებისმიერი ძალიან მსუქანი ადამიანი ადვილად დადგება თავის ძველ ნორმულ წონაზე ანუ დაიკლებს ჯანმრთელად და და სასიცოცხლო წლებიც მოემატება. ეს რეალურად ხდება ამ შემთხვევაში, თუ———————დარეგულირდება—–ფენილალანინის , თრეონინის , ორნითინის, ცისტეინის, დე ვიტამინის, მანგანუმის, თიროზინის, ასპარტის მჟავის, თუთიის, ჰისტიდინის ცვლები. ცვლის დარეგულირება არ ნიშნავს, ამ პრეპარატის მიღებას . პირიქით ეს საშიშიც არის. არეული ცვლის დროს , ძალიან ხშირად, მოცემული ინგრედიენტების პირიქით მეტობაა. ცვლის დარეგულირება, ამ ნივთიერების ცვლის—— ფიზიოლოგიურ რეაქციებში მონაწილე ყველა კომპონენტის დასტაბილება ა ნორმაში. ეს პარალელურად ბევრი დაავადების მორჩენას ნიშნავს .ზოგი, სხვა დაავადების მკურნალობის შემდეგ, კარგი ადამიანი ხან გეტყვის——– ექიმო წონაშიც ბევრი დავიკელი. ამ დროს ,მან არც კი იცის ,ექიმებს , თუნდაც ერთი ცვლის მოსაწესრგებლად დანიშნულება რომ გამოიყვანონ, რამდენი ფიქრი ,აზროვნება , უამრავი რეაქციის მიმდინარეობის ფორმულებით გააზრება, ამ ყველაფერში პაციენტის ინდივიდუალური მონაცემების ჩაქსოვა და საერთოდ რამდენი შრომა სჭირდებათ.
23-სახსრის დაზიანებას ყველაზე მეტად აჩქარებს პარაამინობენზოისმჟავას შემცირება. ამ მჟავაზე დიდი სტატია უკვე განვათავსე ადრე.
24–ლაბორატორიულად, პარაზიტის დაჭერა ჭიაზე სტანდარტული ანალიზებით, რომლებიც მსხვილ შინაგან ორგანოებში საცხოვრებლად ლოკალიზებული არიან და ამ ორგანოების მძიმე დაავადებებს , მათ შორის კიბოსაც იწვევენ———-სრული ბლეფია. ამ მეთოდით——თავში, ღვიძლში, პანკრეასში, ძვალში და სხვა რთულ პოზიციებში პარაზიტის დაფიქსირება შეუძლებელია. ამ მეთოდით , უმეტესად, მხოლოდ, ნაწლავებში მობინადრე პარაზიტების დაფიქსირება შეიძლება. მაგრამ, როცა ექიმი ანალიზებს და გამოკვლევებს აკადემიურად, თანამედროვე მონაცემების თვალსაწიერით განიხილავს, მან უკვე იცის პარაზიტების რეალური სურათი. პარაზიტები ყოველთვის ტოვებენ ღრმა იმუნოლოგიურ ნაკვალევს . თვალის ფსკერის დათვალიერებაც ამ მონაცემებს გვაწვდის.
25 ჰიპერაქტიური ბავშვი, ყოველთვის პრობლემური დარჩება, თუ ტაურინის ცვლას არ დაარეგულირებთ. ტაურინის ცვლა ყოველთვის მოშლილია, ასევე ასთმის დროს.
26—–პროლაქტინის პრობლემა ბევრ ქალს აქვს და ხელოვნური ქიმიური ჰორმონებით მდგომარეობას ვითომ იბალანსებენ . მაგრამ სასიცოცხლო მაჩვენებლები არ სტაბილდება და ჯანმრთელობის რეალური გამოსწორება არ ხდება. თიროზინის ცვლა დაირეგულირეთ ,თორემ ამ ფონზე ჩიყვის პრობლემაც იჩენს თავს. თიროზინის ცვლის სწორი მართვით, ,ქალის უამრავი გინეკოლოგიური თუ ჰიპოფიზის პრობლემა ნორმა ს დაუბრუნდება.
27——ადამიანები ვნახე სეროტონინის სინდრომით და როცა ვკითხე ლითიუმს რატომ სვამდნენ, აღმოჩნდა, რომ მისი თანამშრომელი იღებს , რომელიც თანამედროვე ტიპია. ლითიუმი ზრდის ტვინში—– 5 htp—-ს, ტრიფტოფანს, სეროტონინს. ააქტიურებს კატექოლამინებს. სეროტონინის სინდრომის დროს სეროტონინი ისედაც ჭარბად და აგრესიულად აკეთებს ამას . ამ სინდრომის დროს ლითიუმის დამატება , უკიდურესი გააქტიურებაა ამ პათოლოგიური და საშიში სიჭარბის. სეროტონინის სინდრომის დროს, რომელიც რაღაც დონეზე ბევრს აქვს, ლითიუმი სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს. ლითიუმი ს რეალური საჭიროების დროსაც ძნელია, მისი დოზის ზუსტი გამოყვანა. მის ი თერაპიული ზედა ზღვარი ,სულ ახლოსაა ტოქსიკურ დოზასთან .
28–მსოფლიო მედიცინის თანამედროვე კვლევების შედეგი. სენსაციური ინფორმაცია მათთვის, ვინც მედიცინის გაგებაშია ————ფენილალანინის ცვლაში, თიროზინი ქმნის ღვიძლის ფერმენტებს. ამას დიდიხანია ვამბობ და ვწერ .ანუ არც ერთი დაავადება არ დაემართება ადამიანს, სანამ ღვიძლი ფარ-ხმალს არ დაყრის. მაგრამ, ვისაც , ნებისმიერი დაავადების მკურნალობის და დანიშნულების შედგენის დროს, ფენილალანინის, თიროზინის და კიდევ რამდენიმე ასეთი სასიცოცხლოდ ღირებული ამინომჟავის დარღვეული ცვლა, მუდამ ცხვირწინ არ უტრიალებს გონებაში————–მისთვის ეს ინფორმაცი ა მნიშვნელოვანი არ იქნება.
29——ხამსა , დაბალი დონის ადამიანების აზრით ღარიბების საჭმელია. მასზე ადრე , ბევრი დეტალი მეწერა. ყველაზე ძვირიან ევროპულ რესტორნებში ანჩოუსით არის გაფორმებული საჭმელები. მაგრამ ,არა სილამაზისთვის ,არამედ კვებითი ღირებულების გამო. მას კლასიკურად ანჩოუსი ჰქვია. ხშირად ვიყენებ მისი შემცველობის მედიკამენტებს. ევროპული სამეცნიერო კვლევებით————- ამკვეთრებენ მხედველობას; თავის,ტვინში სისხლის მიმოქცევის ნორმალიზაციას ეხმარებიან; მაღალი წნევის დროს გამოიყენებიან კურსობრივად; უჯრედის მემბრანების მთავარი საშენი მასალაა და მისი დრეკადობის გარანტი; უჯრედებს, ორგანოებს ჟანგბადით ამდიდრებენ; ქოლესტერინის სტაბილიზაციის დამხმარეებია; გულის კუნთის გამაძლიერებლებია. ანჩოუსები, თითქმის, შეუსვენებლად ცურავენ . ძალიან დიდი ენერგია აქვთ. ადამიანებს ენერგიას უძლიერებენ . სიცოცხლის სტიმულს და ძალას აძლევენ. არ გამოტოვოთ სეზონზე.
30 კიბოს, გულის დაავადებას და დიაბეტს ერთი დიდი საერთო აქვთ. ისინი არ დაიწყება ,თუ თავისუფალი რადიკალებით არ გადაივსება ადამიანი. თუ მკურნალობა, პარალელურად თავისუფალი რადიკალების სანაციაზე არ იქნება ორიენტირებული შედეგი არ იქნება. მაგალითად, გულის მედიკამენტები წყალში , თითქმის, იქნება გადაყრილი.
მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share