ბახმარო მდებარეობს ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში, იგი ოდითგანვე გამოიყენებოდა სამთო კლიმატურ სადგურად.
.
ჯერ კიდევ შორეულ წარსულში როდესაც საქართველო ცალკე დამოუკიდებელი ქვეყანა იყო, გურიის მთავრები, რომელნიც არამარტო ბახმაროს არამედ აჭარა-გურიის მთების მთელი სამხრეთ ფერდობის მბრძანებლები იყვნენ, თავიანთი ამალით ხშირად ამოდიოდნენ ბახმაროში, რომელიც ჯანმრთელობისათვის ყველაზე უფროს სასარგებლო ადგილი იყო აჭარა-გურიის მთიანეთში.
.
საქართველოს რუსეთთან მიერთების შემდეგ, გურულებსა და მათ მეზობელ მუსულმან აჭარლებს შორის დიდი უთანხმოება ჩამოვარდა, ბახმარო კი მდებარეობს ჩვენი და თურქეთის სამფლობელოების საზღვარზე, რის შედეგაც მისი სააგარაკედ გამოყენება შეუძლებელი გახლდათ, თურქეთის ტერიტორიიდან თავდასხმების, ქალების და ბავშვების მოტაცების ხშირი პრაქტიკის გამო. ასევე ხშირი იყო ჩვენი სამთო საძოვრებიდან ჯოგების და ცხენების გატაცების შემთხვევებიც.
.
ასეთი ვითარება გახლდათ ბახმაროში 1877-1878 წლების რუსეთ თურქეთის ბოლო ომის დასრულებამდე, რაც თურქული სამფლობელოების მათ შორის მთელი აჭარის შემოერთებით დასრულდა.
.
აჭარის შემოერთების შემდეგ, აჭარლებსა და გურულებს შორის მანამდე არსებული დამოკიდებულება შეიცვალა, რამაც საფუძველი დაუდო არამარტო ოზურგეთის მაზრის, არამედ უფრო შორეული ადგილების მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენლების მიერ ბახმაროს საგარაკე ადგილად გამოყენების შესაძლებლობას.
.
ოთხმოციან წლებში ბახმარო შემთხვევით დაათვალიერა ოზურგეთის მაზრის ყოფილმა ექიმმა აწგანსვენებულმა ა. ა. დავიდიანცმა, რომელიც 25 წელი მაზრის ექიმად მუშაობდა. უნდა ითქვას, რომ გურიის მთელი მოსახლეობის მახსოვრობაში დავიდიანცი დარჩა არამარტო ექიმად არამედ, როგორც კეთილი და ნათელი ადამიანი, რომლის რეკომენდაციით ბახმარო მიჩნეული იქნა კლიმატურ სადგურად, სადაც შეეძლოთ ემკურნალათ და გამოჯანმრთელებულიყვნენ: ნერვების სისუსტის მქონეთ, სისხლნაკლულებს, სხვადასხვა ინფექციით, ჭლექით, მალარიით დაავადებულებს და ყველა სახის ციების ნიშნების მქონე ადამიანებს.
.
ექიმ დავიდიანცის ოზურგეთის მაზრაში პოპულარობისა და მისი დიდი პრაქტიკის გამო 1881 წლიდან ბახმაროში დაიწყეს ჩამოსვლა სხვადასხვა დაავადების მქონე პირებმა, რომელთაგან ძალიან ბევრს ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ, სწორედ ამ ხალხის მეშვეობით მოხდა ბახმაროს, როგორც სამთო კლიმატური სადგურის დიდების გატანა ოზურგეთის მაზრის საზღვრებს გარეთ.
.
შემდგომ წლებში ბახმაროში ჩამსვლელთა რიცხვი პროგრესულად იზრდება, ბახმარო მიმზიდველი გახდა არა მარტო ოზურგეთის მაზრის არამედ გუბერნიის სხვა რაიონების მოსახლეობისათვის.
.
პირველ წლებში ბახმაროს მოაგარაკენი ცხოვრობდნენ ხეების ტოტების ქვეშ დადგმულ კარვებში, ან უკეთეს შემთხვევაში ბარაკებში, შემდეგში კი მოაგარააკეები ხის სახლებში გადავდნენ, რომელთა რაოდენობა წარმოუდგენელი სისწრაფით იზრდება. შედეგად 10 წლის შემდეგ აქ უკვე იყო დიდი რაოდენობის იზოლირებული ნაგებობები სადაც შეიძლებოდა 1000 მოაგარაკის განთავსება.
.
ამ დროისათვის კი ბახმაროში არის: 211 სააგარაკე სახლი, 15 სავაჭრო ფარდული, 1 თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე რესტორანი, თეატრის პატარა შენობა, კეგელბანი, პოლიციის პოსტი პოლიციის ნაწილის მეთაურობით. ბახმაროში მოწყობილია წყალსადენი, რომლის აშენება 2000 მანეთი დაუჯდა საზოგადოება „ჯანმრთელობას“, რომელიც შექმნილია 1904 წელს ბახმაროს დამსვენებელი ინტელიგენტებისაგან.
.
კლიმატური სადგურის დასვენებლთა რიცხვი დღემდე 3000-ზე მეტს აღწევდა, მაგრამ 1913 წელს მოაგარაკეთა რიცხვა 6000 გადააჭარბა, რაც რა თქმა უნდა ბახმაროში ახალი გზის გაყვანის დამსახურებაა. დამსვებელთა კონტგენტი შეადგენს არამარტო ოზურგეთის მაზრის არამედ მთელი კავკასიის მაცხოვრებლებს.
.
ბახმარო მდებარეობს ქალაქ ოზურგეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 34 ვერსტზე და განლაგებულია აჭარა-გურიის მთებში არსებულ ჩაღრმავებულ ტაფობზე ოკეანის დონიდან 6400 ფუტის სიმაღლეზე, 60 გრადუსზე აღმოსავლეთ განედზე (ფეროს მერიდიანიდან Ferro meridian) და 40 გრადუსი და 47 მინუტი გძედზე. პირდაპირი ხაზით 35-40 ვერსზე დაშორებულია შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან.
.
ბახმაროსთან ყველაზე უფრო ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტებია – გურიის მხრიდან 12 ვერსტის დაშორებით ჩხაკოურა, რომელიც მდებარეობს ამჟმად დამუშავების პროცეში არსებულ ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, აჭარის მხრიდან კი 10 ვერსტზე ნაღვარევი.
.
ბახმაროს ფართობის ნაწილი უკვე დაკავებული აქვთ სახლებსა და ფარდულებს, მაგრამ მისი ძირითადი ნაწილი აუთვისებელია. მთლიანად ბახმაროს უკავი 72 დესეტინა მთებს შორის არსებულ ჩაღმავებაში მდინარე ბახვის წყალის ორივე ნაპირიზე, რომელიც სავსეა კალმახით, რომლის ღირებულება სააგარაკო პერიოდში 1 გირვანქა 30-40 კაპიკია. ბახმარო გარსშემორტყმულია მრავალსაუკუნოვანი ტყით.
.
ბახმაროს აქვს ძალიან ბევრი დადებითი თვისებები, მათ შორის ყველაზე უფრო აღსანიშნავია ზღვისა და მთის იშვიათი და ბედნიერი შერწყმა, რაც განპირობებულია ამ ადგილის გეოგრაფიული მდებარეობით და მისი ტოპოგრაფიული პირობებით. შესაბამისი გზისა და კავშირის შემთვევაში ბახმარო გახლდება პირველი კლასის კლიმატური სადგური.
.
ოზურგეთის მაზრაში პრაქტიკის მქონე ექმიმების (ა. ა. დავიდიანცი, გ. ხუნდაძე, თავადი ერისტოვი და ა.შ.) ბახმაროს ბრწყინვალე მომავალი უნდა ჰქონდეს და მას აქვს ყველა პირობა გახდეს კავკასიის სიამაყე, ისეთივე როგორიც არის პირველი კლასის კლიმატური სადგურები შვეიცარიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში.
.
1911 წელს ოზურგეთის მაზრის ჩოხატაურის უჩასტოკის ინტელიგენციის ჯგუფმა თავსი ინიციატივით დაიწყო მუშაობა ბახმაროსთან ხელსაყრელი მისადგომი გზის გაკეთების მიზნით, რა დროსაც მათ შუამდგომლობით მიმართ ქუთაისის გუბერნატორ სლავოჩინსკის, რომელმაც თავის თანაშემწეს სახელმწიფო ქონების დარგში დრჟევიც-კოვაჩს დავალა ადგილის დათვალირება, ქუთაისის გუბერნიის მთავრი ინჟინერის ჟადანოვის ხელმძღვანელობით მოხდა გზის დაპროექტება, რომლითაც უკვე 1812 წელს შესაძლებელი იყო ცხენით ბახმაროზე შეუფარხებლივ ასვლა ჩოხატაური-ერკეთი-ხევი-ქვაბღა-ბახმაროს გზით.
.
როგორც ცნობილია ბახმაროზე იგეგმება ტრანპორტის გადაადგილებისათვის საჭირო გზის აშენება. ასევე ცნობილია, რომ ქუთაისის გუბერნიის ადმინისტრაცია აპირებს შუამდგომლობით მიმართოს მთავრობას შოსირებული გზის გაკეთების თაობაზე, რაც ამ ადგილს მისცემს საშუალებას დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი სხვა კლიმატურ სადგურთა შორის.
.
გუბაზეულის ხეობის გავლით ბახმაროს გზის გაკეთება დიდ მნიშვნელობას იძენს იმის გამო, რომ გზა გადის ამავე მდინარის ნაპირზე არსებულ ულმაზეს ნაბეღლავზე, ამ ადგილას მდნარე გუბაზეულის ორივე ნაპირზე არის ცივი მინერალური წყლის წყაროები:
.
ა) ტუტე (Шелочны) – მდინარის როგორც მარცხენა ისე მარჯვენა ნაპირზე, ერთმანეთისაგან 50-60 საჟენის დაშორებით. ეს წყლები ფერით, გემოთ და გაზის შემცველობით არ განსხვავდებიან ბორჯომისაგან რომელიც გაყიდვაშია. წყაროები დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობაში, რადგანაც ძალიან მარგებელია კუჭის კატარაქტას და ზოგადად კუჭნაწლავის დაავადებიბის მქონე ავადმყოფებისათვის.
.
ბ) აქვე არის დიდი და რკინის უზარმაზარი შეცველობის წყაროები (Желѣзистые источники), რომელსაც მოსახლეობა ასევე სამკურნალოდ იყენებს, კერძოდ ათბობენ და ღებულობენ სამკურნალო ვანებს.
.
ასევე არსებობს ინფომარცია იმის თაობაზე, რომ ბახმაროსთან ახლოს ფაფარას მთასთან არის გოგირდის წყლის წყაროები, რომელიც ბახმაროდან სამ ვერსტზეა. ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ბახმაროს როგორც უზარმაზარი ბუნებრივი ღირსებების მქონე ადგილს უპირობოდ შესაშური მომავალი აქვს.
.
Т. Д. Мамаладзе – Докладъ, прочитанный авторомъ въ соединенномъ заседанiи секцiи научной медицины, физичесской геграфiи и химiи 21-го iюня 1913 г
.
P.S.
მასალა მომზადბულია ტარასი მამალაძის მიერ 1913 წელს გაკეთებული „დოკლადის“ მიხედვით (შემცირებული ვერსია).
.
ცალკე აღნიშვნის ღირსია თავად ავტორი – ტარასი მამალაძე (პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე), რომელსაც საკმაოდ დიდი შრომა აქვს გაწეული აქვს გურიის ეთნოგრაფიის შესწავლაზე და არაერთი წერილი აქვს გამოქვეყნებული ამ საკითხზე რუსულ ენაზე მაშინდელ სამეცნიერო ჟურნალებში და პრესაში. ჩემი აზრით მისი ნაშრომები გურიის, განსაკუთრებით კი ზემოგურიის ეთნოგრაფიასთან დაკავშირებით ერთერთი მნიშვნელოვანი წყარო გახლავთ.
.
მამალაძე წარმოშობით ხევიდან გახლდათ და წერილიდანაც კარგად ჩანს, რომ იგი ლობირებდა ჩოხატაურიდან ბახმაროში გზის გაკეთებას და სავარაუდოდ იმ ინტელიგენტთა ჯგუფის წევრიც იყო რომელმაც 1911 წელს ქუთაისის გუბერნატორს ამ მიზნით მიმართა. აღსანიშნავია, რომ იმ დროისათვის რამდენიმე თანაბარ მნიშნელოვანი გზა იყო მათ შორის ოზურგეთიდან ვაკიჯვარის ან/და მთისპირის გავლით, რომელიც უფრო უკეთესი და მოკლე გახლდათ ოზურგეთთან და აქედან გამომდინარე სხვა ქალაქებთან დასაკავშირებლად, როგორც ცნობილია ამავე პერიოდში ქალაქ ოზურგეთის მცხოვრებთა ჯგუფი ლობირებდა ოზურგეთის მხრიდან ბახმაროსთან სატრანსპოტო კავშირისათვის საჭირო გზის გაკეთებას.
.
ბახმარო – ფოტო ნაკაიძისა (გასული საუკუნის დასაწყისი, სავარაუდოდ ოზურგეთელი ფოტოგრაფი ივანე ნაკაიძე)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა