რას ბედავთ თქვენ?? ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ – ლომჯარია ხუნდაძეს

“რაო? რას ბედავთ თქვენ?!”– ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია “ქართული ოცნების” დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას. დეპუტატმა დღეს თქვა, რომ თუ კანდიდატის სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მივიღებთ უარი უნდა ვთქვათ.

ლომჯარია წერს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი.

“რაო??? რას ბედავთ თქვენ??!! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ???” – წერს ნინო ლომჯარია.

დიმიტრი ხუნდაძემ დღეს თქვა, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას. მისივე აზრით, სტატუსის მისაღებად ღირსება არ უნდა დავთმოთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share