ბათუმში პირი “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. გამოცემა “ბათუმელებს” თვითმხილველი უყვება, რომ თავდამსხმელი სალაროს გახსნას ითხოვდა, სცადა მძევლის აყვანა იარაღის მუქარით, მაგრამ ვერ შეძლო.
გამოცემის ცნობით, მას წინააღმდეგობა ბანკის სხვა თანამშრომლებმა გაუწიეს. თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.
“წინააღმდეგობის შემდეგ თავდამსხმელმა იარაღით ერთხელ გაისროლა ჰაერში. სროლის ხმაზე ბანკის თანამშრომლები გარეთ გაცვივდნენ. შენობაში დარჩა მხოლოდ მძარცველი, როცა მიხვდა სალაროს ვერ გახსნიდა, თავადაც გაიქცა”, – ყვება “ბათუმელებთან” თვითმხილველი.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს. თავდამსხმელი ეროვნებით ქართველია. ჩვენი ინფორმაციით, ის პოლიციამ უკვე დააკავა.